in

ახალი წლის პირველი რეკლამა PSP-სგან

მაშინ, როდესაც ყველა ბრენდი ცდილობს წინასაახალწლო კამპანიებით მიიქციოს ყურადღება, PSP უჩვეულოდ დუმდა, მაგრამ 1-ელ იანვარს, როცა ქვეყანას ჯერ კიდევ სძინავს, ბრენდმა არასტანდარტული ნაბიჯი გადადგა და ახალი წლის ვიდეო ნამდვილ ახალ წელს გამოუშვა და გვითხრა – გაიღვიძე!

PSP არის ბრენდი, რომლის დაპირებაც არის სიმართლე და არ ერიდება მასთან თვალის გასწორებას. ამას მთელი 2025 წლის განმავლობაში მისი კამპანიებიც მოწმობდა. ამჯერად ბრენდმა სიმართლე ახალ წელთან დაკავშირებით გვითხრა. 31 დეკემბერი არ არის ახალი წელი და მთელი ის დრო და რესურსი, რაც ამ დღისთვის მზადებაში იხარჯება ნაკლებად მნიშვნელოვანია ნამდვილ ახალ წელთან – შემდეგ 365 დღესთან შედარებით.

სწორედ ამიტომ კამპანიის მთავარი სათქმელია: ყველაფერი ახლა იწყება! ვიდეოს ბრენდმა ბიზნესგადაწყვეტილებაც დაუმატა და წინასაახალწლო შეთავაზებები 1 იანვრის შემდეგაც გააგრძელა და ახლებიც შემოგვთავაზა, რითაც მოგვცა დამატებითი მოტივაცია, რომ წელი შემართებით, სიფხიზლითა და ენერგიით დავიწყოთ მის პირველივე დღეს და ჩვენვე შევქმნათ ისეთი წელი, როგორიც გვინდა, რომ გვქონდეს.

კამპანიაზე სააგენტო Playmakers-მა იმუშავა. წარმოების სააგენტო – Enkeny Films.

[პარტნიორის კონტენტი]

ARTINSCENT – ნიშ პარფიუმერიის ახალი სივრცე, სადაც რჩეული არომატები გელის

ილონ მასკი 2026 წელს ტვინის ჩიპების მასიურ წარმოებას გეგმავს