თუ თქვენც ხშირად ამბობთ „აი, ჩემ დროს…“ ე.ი. PSP-ს ახალი Back to School კამპანიის გმირებივით, ბევრი გექნებათ გასახსენებლი და მოსაყოლი.
აჩი არველაძე, ალექსი ჩიქოვანი, ნინო დარასელი (დარსო), თეა დარჩია შვილებთან ერთად PSP-ს ახალი ვიდეო სერიების გმირებად გვევლინებიან. 5 ვიდეოში ცოტა სევდანარევი იუმორით, მაგრამ უზომოდ ოპტიმისტური განწყობითაა წარმოჩენილი კონტრასტი ახალ და წინა თაობებს შორის.
აქ ნახავთ ძველ და ახალ გამოცდიელებებს, სინანულს დაკარგულ და არგამოყენებულ შესაძლებლობებზე, ბავშვობის დროის მონატრებაზე და რაც მთავარია, იმის კარგად გააზრებაზე, რომ დღეს სულ სხვა (თან ყველას) დროა – ახალი შესაძლებლობების, ახალი აღმოჩენების დრო!
[R]