გაუთვალისწინებელი რისკებისა და დანახარჯებისგან თავის ასარიდებლად, ავტო დაზღვევა საუკეთესო საშუალებაა.
2015 წლის ზაფხულიდან PSP დაზღვევის საქმიანობა ავტოდაზღვევის კუთხით გაფართოვდა. სადაზღვევო პაკეტები, რომლებსაც PSP დაზღვევა მომხმარებელს სთავაზობს, მოიცავს ყველა ძირითად და დამატებით მომსახურებებს.
2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ამ პროდუქტს 10 000-მდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს და საქართველოს ბაზარზე ავტო დაზღვევის მიმართულებით მოწინავე პოზიციას იკავებს — როგორც მოზიდული პრემიის, ისე ანაზღაურებული ზარალების ოდენობით. გასულ წელთან შედარებით, ავტო დაზღვევის პორტფელი 135%-ით არის გაზრდილი.
„PSP ავტო დაზღვევის მთავარი უპირატესობა მომხმარებელზე მორგებული პირობები და ტარიფებია, რაც გულისხმობს კლიენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მაქსიმალურ კონცენტრირებას, როგორც შეთავაზების, ისე ანაზღაურების ეტაპზე“, — კონსტანტინე მიროტაძე, PSP-ს არასიცოცხლის დაზღვევის დირექტორი.
PSP დაზღვევა მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების უდიდეს ნაწილს ადგილზე არეგულირებს. ანაზღაურების ოდენობაზე შეთანხმება არ მოიცავს ზედმეტ ბიუროკრატიულ პროცედურებს, რაც გულისხმობს იმას, რომ თანხის ანაზღაურება ხდება საპატრულო პოლიციის გამოძახებისა და სერვის ცენტრში შეფასებაზე მისვლის გარეშე.
იმისათვის, რომ ავტო დაზღვევა ყველა სეგმენტისთვის იყოს მისაღები და ხელმისაწვდომი, შეიქმნა პროდუქტი „მარტივი ავტოდაზღვევა“. სიმარტივე მდგომარეობს იმაში, რომ 10 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში გაერთიანებულია ავტომობილის ძარის, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის და მძღოლისა თუ მგზავრების დაზღვევა — მხოლოდ 54 ლარად.
ამ და სხვა მომხმარებლებზე მორგებული შეთავაზებებით, პირობებით, პაკეტებითა და მარტივი ანაზღაურებით PSP დაზღვევა მუდმივად ზრუნავს ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე.
[R]