in

სიახლე PSP დაზღვევაში! ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ჯანმრთელობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და აუცილებელი პროდუქტია სადაზღვევო სფეროში. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე.

ჯანმრთელობის დაზღვევის სხვადასხვა პაკეტი არსებობს, მათ შორის, ალბათ ყველას გსმენიათ კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ, რომლის ფარგლებშიც კომპანიის თანამშრომლები მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისებით სარგებლობენ. მსგავსი ტიპის დაზღვევა ძირითადად მსხვილ ბიზნესზეა მორგებული და ნაკლებადაა გათვალისწინებული მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობები და ინტერესი. 

PSP დაზღვევაში გადაწყვიტეს, რომ ახალ სეგმენტად სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი აერჩიათ და მათთვის სპეციალური პაკეტი – SME ქეარი|Care შეეთავაზებინათ. პროდუქტი ამ წლის 22 ნოემბრიდან ჩაეშვა გაყიდვაში და მორგებულია კომპანიებზე, სადაც დასაქმებულია 10-50 თანამშრომელი. ამ წამოწყების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები უფრო ხელმისაწვდომ ფასად ისეთივე სერვისებსა და სარგებელს მიიღებენ, როგორსაც დიდი კორპორაციები. 

SME ქეარის შესახებ სასაუბროდ PSP დაზღვევის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნატო ეთერაშვილს მივმართეთ.

M: რატომ გადაწყდა PSP დაზღვევაში SME ქეარის შექმნა და რა პირობებს სთავაზობს ის მომხმარებელს?

PSP დაზღვევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციები და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი, დივერსიფიცირებული, საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ექსკლუზიური პროდუქტი კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის –  SME ქეარი. მისი უნიკალურობა არის ის, რომ ყველა პირობა და ფასი სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესზეა მორგებული.  კომპანიის წარმომადგენლებს აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია და წინასწარ გაწერილი პირობებიდან შეუძლიათ მარტივად აირჩიონ სასურველი პაკეტი. ეს ზოგავს დროს და გამორიცხავს ინდივიდუალურად გამონაკლისი პირობების არსებობის რისკს კონკრეტული ორგანიზაციისთვის ან მასში დასაქმებული პირებისთვის. SME ქეარში გათვალისწინებულია თანასწორობის პრინციპი და ყველა თანამშრომელი ერთნაირი პირობებით სარგებლობს, ამიტომ დაინტერესებაც მაღალია, რომ  საუკეთესო და ყველა თანამშრომელზე მორგებული სადაზღვევო პაკეტის შეირჩეს. აღსანიშნავია რომ ოთხივე პაკეტი OPTIMA, ALTIMA, ULTIMA და MAXIMA ითვალისწინებს მომსახურებას თავისუფალი სქემით (ოჯახის ექიმთან ვიზიტი არ არის საჭირო), ასევე დაზღვევის სერვისით სარგებლობას მოცდის პერიოდის გარეშე. ეს ყველაფერი კიდევ უფრო კომფორტულს ხდის დაზღვევით სარგებლობას. 

პროდუქტი SME ქეარი|CARE 4 სადაზღვევო პაკეტისგან შედგება და ყველა საფასო სეგმენტს ფარავს. OPTIMA პაკეტის ღირებულება 35 ლარია, ALTIMA პაკეტის 55 ლარი, ULTIMA პაკეტის 75 ლარი და MAXIMA პაკეტის კი, 95 ლარი. SME ქეარის პაკეტებს შორის სხვაობა მხოლოდ ლიმიტებსა და თანაგადახდის პირობებშია, თუმცა, ფასიდან გამომდინარე, საუკეთესო პირობებს ითვალისწინებს ნებისმიერის არჩევის შემთხვევაში.  

M: რა სერვისებს სთავაზობს SME ქეარი|CARE მომხმარებელს?

SME ქეარი|CARE მომხმარებელს ყველა იმ სამედიცინო სერვისის ანაზღაურებას სთავაზობს, რასაც უნდა სთავაზობდეს კარგი სადაზღვევო კომპანია თავის მომხმარებლებს. პოლისები ფარავს როგორც ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურების ხარჯებს, ისე ორსულობა-მშობიარობის, მედიკამენტების შეძენისა და სტომატოლოგიური სერვისების დანახარჯებს. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დაზღვევის ოთხივე პაკეტი მოიცავს: 

  • მომსახურებას მოცდის პერიოდის გარეშე
  • მაღალ ლიმიტებსა და თანაგადახდებს
  • მომსახურებას თავისუფალი სქემით, ოჯახის ექიმთან ვიზიტის გარეშე
  • მცირე გამონაკლისებს 
  • ქრონიკული და დაზღვევამდე დამდგარი დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას გარდა პროდუქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა
  • ოჯახის წევრების დაზღვევის შესაძლებლობას. 

SME ქეარით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.

M: რატომ არის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მსგავსი შეთავაზება და რა გამოწვევები უდგათ მათ ამ კუთხით, რაც გაითვალისწინა PSP დაზღვევამ?

ვფიქრობთ, რომ SME ქეარი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შეთავაზებაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. დღეს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესორგანიზაციების თანამშრომლები ყველაზე ნაკლებად დაზღვეული სეგმენტია და ამას თავისი მიზეზი აქვს.  სადაზღვევო საქმიანობაში რაც უფრო ნაკლებია დაზღვეულთა რაოდენობა, მით მეტია სადაზღვევო კომპანიის რისკი. ამიტომ სადაზღვევო კომპანიები დიდი ხალისით არ აზღვევდნენ მცირე და საშუალო ბიზნესებს და დაზღვევის შემთხვევაშიც მათ უფრო მეტი საფასურის გადახდა უწევდათ პოლისებში, ვიდრე დიდ კორპორაციებს. PSP დაზღვევაში კი ამ ორგანიზაციებს, სადაც 10 – 50 თანამშრომელია დასაქმებული, მივუდექით ისე, როგორც დიდ კომპანიებს და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებს ამ უკანასკნელის პირობებით ვთავაზობთ. 

M: რამდენად მნიშვნელოვანია თავად PSP დაზღვევისთვის მსგავსი პროექტის განხორციელება და რატომ? 

PSP დაზღვევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროდუქტის შეთავაზება, ვინაიდან პირველები ვართ საქართველოში, ვინც კორპორაციული ჯანმრთელობის სტანდარტიზებული პროდუქტი შექმნა. გვჯერა, რომ საგულისხმო და სასიკეთო გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციებში ბევრი ადამიანია დასაქმებული, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი ჩვენთვის ძალიან ფასეულია. ასევე ვფიქრობთ, ამით ხელს შევუწყობთ მთლიანად მცირე და საშუალო ორგანიზაციების წინსვლას, იმიტომ რომ  თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი კმაყოფილება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი და  წარმატების წინაპირობაა თანამედროვე ორგანიზაციებისთვის. 

SME ქეარით სარგებლობა კომპანიებისთვის მარტივი პროცედურა იქნება. დაინტერესებული მომხმარებლები უნდა ეწვიონ ვებგვერდს და დატოვონ თავიანთი საკონტაქტო, ან პირდაპირ დარეკონ ნომერზე: 0322 18 55 55. მათ გაესაუბრებიან PSP დაზღვევის კორპორაციული გაყიდვების მენეჯერები, გააცნობენ პირობებს და გაუფორმებენ ხელშეკრულებას. PSP დაზღვევის გუნდი მთელი მონდომებით მუშაობდა ამ ინოვაციური სერვისის შექმნაზე და სჯერა, რომ ეს თავად ბრენდის განვითარებისთვისაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

[R]

დიდი პრობლემების გადასაჭრელად, აგრძნობინეთ გუნდის თითოეულ წევრს, რომ მისიის განუყოფელი ნაწილია

წერილი AI-ს, როგორც Fiverr-ის რეკლამა