in

„ვაიზერი” – PSP დაზღვევის რებრენდინგი და ახალი ხედვა

რებრენდინგი არ არის მხოლოდ ცვლილება ან წარსულის უარყოფა. ბევრად უფრო საინტერესოა, როდესაც ბრენდში წლების განმავლობაში დაგროვილ, ხანდახან დაფარულ პოტენციალსა და ენერგიას აღმოაჩენ და მას ახალ სიცოცხლეს, ახალ პლატფორმასა და ასპარეზს მისცემ.

ვაიზერი სწორედ ასეთი ახალი სუნთქვაა PSP დაზღვევისთვის — 15 წლის განმავლობაში დაგროვილი გამბედაობის, ცვლილებისთვის მზაობისა და ინდუსტრიის პოზიტიურად შეჯანჯღარების სურვილით გაჯერებული გუნდი ახალ სტრატეგიაზე დაფუძნებით იწყებს ბრენდის ახალ თავგადასავალს.

ამ ცვლილების საფუძველი გახდა მასშტაბური კვლევა, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ საზოგადოება სადაზღვევო სექტორისგან ახლებურ ხედვასა და უფრო თამამ მიდგომას ელოდა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით პირველ ეტაპზე განისაზღვრა ბიზნესსტრატეგია, რომელზეც კომპანია ACT-მ იმუშავა.

შემდეგ დაიწყო ბრენდის სახელისა და ვიზუალური იდენტობის შექმნა — ფაზა, რომელმაც ბრენდის ფილოსოფიას და ხასიათს ახალი ფორმა მისცა და შემდეგ განისაზღვრა საკომუნიკაციო სტრატეგია, ამ ყველაფერზე ორი შესანიშნავი გუნდი მუშაობდა: ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Solutioner და შემოქმედებითი სააენტო Playmakers. ეს თანამშრომლობა გახდა ის საფუძველი, რომელმაც ბრენდის კომუნიკაციის ტონი და სამომავლო განვითარების მიმართულება განსაზღვრა.

„ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ“ — ერთი მხრივ, გამოხატავს კომპანიის ახალ მიდგომას, მომხმარებელს შესთავაზოს მრავალფეროვანი მარტივი და ხელმისაწვდომი პროდუქტები და, მეორე მხრივ, მოწოდებაა, დაუნანებლად, თავისუფლად ცხოვრებისკენ.

როდესაც ტრადიციულად სადაზღვევო კომპანიები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, ვაიზერი პირიქით, მზადაა გამოგყვეს სითამამეში თანამგზავრად.

ვიზუალური ბრენდინგიც ამ ფილოსოფიას გამოხატავს – ბზარი, საიდანაც ახალი ენერგია იბადება და ცვლილების სიმბოლო ხდება და ბრენდი, რომელიც არ გთხოვს სრულყოფილებას.

ვაიზერის სტრატეგიული და ვიზუალური ბრენდინგი, ასევე, საკომუნიკაციო კამპანია შემოქმედებით სააგენტო Playmakers-სთან პარტნიორობით შეიქმნა. ვიდეოსერიები მეტაფორულად გამოხატავს სინანულს ხელიდან გაშვებული ცხოვრების შესახებ, როდესაც ზედმეტად აზღვევ ყველაფერს და რაღაც მომენტში ხვდები, რომ რეალურად არც გიცხოვრია. ამ სათქმელს ჩვენთვის კარგად ნაცნობი გამოუყენებელი ნივთები გვიყვებიან: მადონას სერვიზი, რარიტეტული მანქანა და მუდამ ყუთში გამომწვდეული თოჯინა.

ამ ახალი ეტაპის შემდეგ ვაიზერი პირველივე წელს აანონსებს რიგ საინტერესო და ინოვაციურ პროდუქტებს — სწორედ იმ დანაპირების შესასრულებლად, რომელიც ბრენდის ფილოსოფიის გულში დგას: დაგიცვას ისე, რომ თავისუფლად, თამამად და საკუთარი წესებით იცხოვრო.

[პარტნიორის კონტენტი]

Sound. Elevated – დანიური ბრენდის ვიდეორგოლი, რომელიც ქართველებმა გადაიღეს

NASA – ისტორია, მიღწევები და მომავალი