შემოდგომის დადგომასთან ერთად ვირუსული ინფექციებიც აქტიურდება და თავს გვახსენებს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ხველება, ცემინება, მაღალი ტემპერატურა, სისუსტე და სხვა. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე აისახება, არამედ ყოფით ცხოვრებაშიც გვიშლის ხელს, ვერ მივდივართ სამსახურში, ბავშვები სკოლაში და ირღვევა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ციკლი.
ზოგიერთი ვირუსი იმდენად ძლიერია, რომ კვირაზე მეტ ხანსაც კი გრძელდება და საჭიროებს ექიმთან გადამოწმებას, ანალიზების ჩაბარებასა და მკურნალობის სრულ კურსს. ამიტომ ისეთ პერიოდში, როცა ვირუსული ინფექციები იმატებს, ჯობს, ჩვენც გავაქტიურდეთ და მომზადებულნი შევხვდეთ მათ. ამისთვის კი იმუნიტეტის ამაღლება საუკეთესო გამოსავალია. ერთადერთი, რისაც ვირუსებს „ეშინიათ”, სწორედ იმუნიტეტია, რომლის დასუსტების დროსაც ყველა ბაქტერია მარტივად გვერევა და ეს მითი არ არის.
ჯანსაღი ჩვევები — პირველი ნაბიჯი ძლიერი იმუნიტეტისკენ
იმუნიტეტის გაძლიერება, პირველ რიგში, ყოველდღიურ ჩვევებზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია: სრულფასოვანი ძილი (7-8 საათი, რათა ორგანიზმმა მოახერხოს აღდგენა), ბალანსირებული კვება — სეზონური ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით ციტრუსები, სტაფილო, ბროკოლი და მწვანილი, რომლებიც ვიტამინებითაა მდიდარი; ფიზიკური აქტივობა, რაც მოიცავს ყოველდღე ფეხით სიარულს, მსუბუქ ვარჯიშს ან სპორტულად დატვირთვას სურვილის მიხედვით, მთავარია, რომ ივარჯიშოთ, რადგან ეს ამცირებს სტრესს და ზრდის იმუნიტეტის დაცვით ფუნქციებს.
ეს მარტივი წესები არის ბაზისი, რომელიც ნებისმიერ დანამატს ან დამატებით პროდუქტს უფრო ეფექტიანს ხდის.
როგორ დაგვეხმარება ბუნებრივი საშუალებები
ვირუსების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გარემო, სადაც ვიმყოფებით, სუფთა და უსაფრთხო იყოს. რა თქმა უნდა, ამისთვის აუცილებელია სახლისა თუ ოფისის ოთახის ხშირი განიავება, თუმცა არსებობს დამხმარე საშუალებებიც, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სიჯანსაღეს სძენს იმ ადგილს, სადაც ვიმყოფებით.
მაგალითად, ფიურესენშელის ჰაერის გამწმენდი სპრეი — ერთ-ერთი მარტივი და ბუნებრივი გზა ინფექციების გავრცელების პრევენციისთვის. ის გამოიყენება როგორც ჰაერის ბუნებრივი გამწმენდი საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან დაცვას. მისი გამოყენება შეგიძლიათ სახლში, ოფისში, ბავშვების ოთახშიც, თუმცა გამოყენებამდე გაეცანით პირობებს.
ვიტამინები და მინერალები, რომლებიც აუცილებელია
იმუნიტეტის გასაძლიერებლად ყველაზე ხშირად ვიტამინ D-სა და თუთიას იყენებენ, რადგან მათი როლი ორგანიზმის დაცვით სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია. თუთია ხელს უწყობს კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობას, ასევე სწრაფად აღადგენს ორგანიზმს დაავადებების შემდეგ. ვიტამინ D კი აძლიერებს ძვლებსა და კბილებს, აუმჯობესებს განწყობას და უზრუნველყოფს იმუნური სისტემის მუდმივად მწყობრში ყოფნას. ამ უკანასკნელის შესავსებად ფიური® ვიტამინი D3 5000 სე გამოიყენება, რომელიც ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით აუცილებელია, რადგან მზის სხივების ნაკლებობისას ორგანიზმს უჭირს დამოუკიდებლად ამ ვიტამინის გამომუშავება. D3 ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას და ენერგიის დონესაც ამაღლებს.
რაც შეეხება თუთიას, თუთია 50 მგ ტაბლეტი მოზრდილებისთვის, ერთ-ერთი მთავარი მინერალია იმუნიტეტისა და კანის ჯანმრთელობისთვის. როგორც დანამატი, ის ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ინფექციების მიმართ.
როგორ დაიცვან თავი ზრდასრულებმა
რესპირატორული ნიღაბი, ხელების ხშირი დაბანა და სადეზინფექციო ხსნარი კოვიდპანდემიის პერიოდში ჩვენი განუყრელი ატრიბუტი იყო, თუმცა მოგვიანებით, რატომღაც, მივივიწყეთ. არადა, ისინი ნამდვილად გვიცავს ვირუსული ინფექციების გადადებისგან, განსაკუთრებით, როცა ამ მხრივ „ცხელი” სეზონია.
ეს რაც შეეხება პრევენციას, თუმცა, თუ იმუნიტეტის გაძლიერება გსურთ, არსებობს დანამატები და კომპლექსური პროდუქტები, მაგალითად: დოპელჰერცი აქტივი ფლუ სტოპი, ორთომოლი იმუნი, ულტრა ბუსტი 4G იმუნიტი და შრატი იმუნიტი. ესენი ერთმანეთის ალტერნატიული ვარიანტებია და ყოველი მათგანი ჯანსაღ იმუნიტეტს უზრუნველყოფს. არჩევანი კი შეგიძლიათ, გააკეთოთ საჭიროებებისა და ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
ზრუნვა ბავშვებზე
პატარები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ხოლმე ვირუსული ინფექციების სეზონზე, რადგან ისინი ვერ იცავენ ჰიგიენის ნორმებს ჩვენსავით, ასევე, დადიან ბაღებში, სადაც უამრავი ბავშვია და არ გამოსდით მათთან დისტანციაზე ყოფნა, რაც, ცხადია, ზრდის ვირუსის გავრცელების დონეს.
ამიტომ, გარდა იმისა, რომ სეზონური ხილითა და ბოსტნეულით, სუფთა ჰაერზე გაყვანითა და სპორტული აქტივობებით უნდა დავტვირთოთ ბავშვები, შეგვიძლია, მათ პედიატრებთან რეკომენდაციით, ვიტამინებიც დავამატოთ, როგორებიცაა: „დოპელჰერცი”, ომეგა-3 საღეჭი გელტაბლეტები — საბავშვო ფორმულა, რომელიც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და იმუნიტეტს, ასევე, „ორთომოლ ჯუნიორ C პლიუსი” – ვიტამინები კენკრის გემოთი, რომელიც ბავშვებს უყვართ და იმუნიტეტისთვისაც გამოადგებათ.
ვირუსული სეზონი ყოველთვის გამოწვევაა, მაგრამ, თუ წინასწარ ვიზრუნებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მისი გავლენა ბევრად შემცირდება. ჯანსაღი კვება, ძილი და ფიზიკური აქტივობა არის იმუნიტეტის საყრდენი, ხოლო დამატებითი პროდუქტები ეხმარება ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებს და გვიცავს.
მთავარია, ყურადღება მივაქციოთ საკუთარ ორგანიზმს, მოვუსმინოთ მის საჭიროებებს და დროულად გავაძლიეროთ იმუნიტეტი, რათა ვირუსული სეზონი მშვიდად და ჯანმრთელად გადავიტანოთ.
გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში ნახსენები პრეპარატების გამოყენებისას დეტალურად გაეცანით ინსტრუქციას და მათი გამოყენება შეგიძლიათ თქვენს ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
რუბრიკას ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ PSP












