in

„შენზე ზრუნვა მაბედნიერებს!“ – PSP-ს კამპანია იმის შესახებ, რომ ზრუნვა ყოველდღიური დღესასწაულია.

PSP-ს სააფთიაქო ქსელი უკვე 26 წელია, ზრუნავს თავის მომხმარებელზე და არის ფარმაციის მიმართულების ლიდერი საქართველოში. კომპანიის მიზანია, იზრუნოს ოჯახის თითოეული წევრის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.

„ჩვენი მიზანია, ვიყოთ ჩვენი თითოეული მომხმარებლის ნამდვილი მეგობარი, პროფესიონალი და სანდო ექსპერტი, ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის მიმართულებით. გვსურს, შთავაგონოთ ადამიანები, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და მუდმივად გრძნობდნენ თავს ჯანმრთელად და მომხიბლავად“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას PSP-ს მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი ეკა ვარდოსანიძე.

PSP-ს წინასაახალწლო კამპანია განსაკუთრებული და საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. კამპანიამ სლოგანით „შენზე ზრუნვა მაბედნიერებს“ ხუთი ვიდეო რგოლი გააერთიანა და იმ ადამიანების შესახებ გვიამბო, რომლებიც თავიანთ საქმეს მუდმივი ზრუნვითა და დიდი სიყვარულით აკეთებენ. ასეთი ადამიანები, საბედნიეროდ, მრავლად არიან საქართველოში, თუმცა ამ ეტაპზე, PSP-მ ყურადღება რამდენიმე მათგანზე შეაჩერა.

პირველი ამბავი მწერალს, ლექტორს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს – გიორგი კეკელიძეს უკავშირდება. „ახალ თაობაში, ანუ მომავლის ადამიანებში, განათლება განაპირობებს უკეთეს საზოგადოებას და უკეთესი საზოგადოება განაპირობებს უკეთეს ქვეყანას . . მინდება, რაც შეიძლება მეტს დავეხმარო, მე უბრალოდ როლი აღმომაჩნდა ასეთი და ეს როლი, ბუნებრივია, გულისხმობს ძალიან დიდი სიხარულის განცდასაც“, – ამბობს გიორგი.

მეორე ამბავს სრულიად სხვა გარემოებაში გადავყავართ – ბაია აბულაძე, მეოთხე თაობის მეღვინე, გვიყვება წინაპრებისაგან გადმოცემულ ტრადიციაზე, ვენახზე, რომელზეც პატარა ბავშვივით ზრუნავს, რომელიც განსაკუთრებული მზრუნველობისა და გულის ფანცქალის შეგრძნებას ბადებს. „ეს საქმე მიყვარს თავდავიწყებით და ეს მზრუნველობაა სწორედ ის, რაც ძალიან მაბედნიერებს“, – ამბობს ბაია.

მესამე ამბავი ალბათ ყველაზე ემოციურია – ბაჩო გაბრუაშვილი, ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ დამაარსებელი გვიამბობს იმ დიდი, უანგარო სიყვარულისა და მზრუნველობის შესახებ, რომელიც მისი საქმის მთავარი ღერძი და მამოძრავებელი ძალაა. „ვეძებ მათში შესაძლებლობებს და არა შეზღუდვებს . . . შეუძლებელი ხდება მაშინ, როცა შენ იტყვი, რომ ეს შეუძლებელია, თუკი იტყვი, რომ შესაძლებელია, აუცილებლად მიხვალ მიზნამდე და აუცილებლად გაიმარჯვებ!“ ვიდეომ, სამ დღეში, ნახევარ მილიონამდე ნახვა დააგროვა და საოცრად პოზიტიური გამოხმაურება მიიღო.

მეოთხე ამბავი ხალხური სიმღერების შემკრებს, ფოლკლორისტს, ლოტბარს ბატონ ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართული სიმღერის გადარჩენას მიუძღვნა, რათა არცერთი სიმღერა არ დაკარგულიყო. აქვე მოვიშველიებთ ბატონი ანზორის ციტატას ვიდეორგოლიდან: „როცა შენ რაზეც ზრუნავ, აი ის საქმე გამოვა, ამაზე დიდი ბედნიერება მე მგონი, არაფერია“.

მეხუთე ვიდეო რგოლი, ერთგვარ, შემაჯამებელ როლს ითავსებს და მაყურებლის ყურადღების ფოკუსირებას იმ ემოციაზე ახდენს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად განვიცდით, როცა ერთმანეთს სიხარულს, სითბოს, თანადგომას, სიყვარულს ვუზიარებთ, ან უბრალოდ ერთ ღიმილს ვჩუქნით . . . სწორედ ეს აძლევს ჩვენს ცხოვრებას აზრს და აქცევს ზრუნვას ყოველდღიურ დღესასწაულად.

ნიშანდობლივია ბოლო კადრი: PSP – შენზე ზრუნვა მაბედნიერებს . . .  24/7

PSP-ს გუნდმა კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო „ზებრასთან“ ერთად იმუშავა.

კრედიტები:

სარეკლამო სააგენტო: „ზებრა სტუდიო“

კრეატიული დირექტორი: ნიკა ლომიძე

არტ დირექტორი: ეკა აკობია

სცენარი, ქოფირაითინგი: ეკა აკობია, ნატალი გოგიჩაიშვილი

მხატვარი: ნინო ინჯია

პროდიუსერი: თათია ტაბუცაძე, ილია (ბაჩო) კიკაბიძე

დამდგმელი ოპერატორი: სანდრო დარახველიძე

ოპერატორი: ირაკლი (დურუ) ჟღენტი

მონტაჟი: რატი ებიტაშვილი

ქასთინგ მენეჯერი: ნინო დოლიძე

 

[პარტნიორის კონტენტი]

ჩრდილოეთის ციალის საუკეთესო ფოტოები 2020 წლიდან

გაიაქტიურე თიბისის მობაილბანკი სტუდენტური #შენიბარათით და მიიღე 3 თვიანი უფასო წვდომა „საბას“ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე