in

„რა მემართება?“ – პასუხები ფსიქოგანათლების საზოგადოებისგან

წარმოიდგინეთ, რომ საყვარელი საქმის მიმართ ინტერესი დაკარგეთ, უმნიშვნელო გადაწყვეტილების მიღებაც კი გიჭირთ, ყველაფრით ღიზიანდებით და განწყობასაც ვერაფერი გიუმჯობესებთ. ამ სიტუაციაში ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეთ არის „რა მემართება?“ სამუშაო გრაფიკიდან, თუ დატვირთული ყოველდღიურობიდან გამომდინარე, ამ კითხვას არაერთი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს.

მსგავსი – ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული პრობლემის წინაშე არაერთი ადამიანი დგას, პრობლემა კი მრავალსახოვანი შეიძლება იყოს. ამ მიმართულებით ინფორმაციის გავრცელება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ გამოწვევასთან გამკლავების მიზნით, 2017 წელს, ორმა ფსიქოლოგმა და ორმა მოხალისემ შექმნა „ფსიქოგანათლების საზოგადოება“, რომლის მიზანიც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების, მათ ირგვლივმყოფებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანის უწყვეტ ფსიქოგანათლებაზე ზრუნვაა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინტერნეტსივრცის კვლევის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ სასურველი იქნებოდა, ეარსება ვებსაიტს, სადაც ფსიქიკური აშლილობების შესახებ გავრცელებული კითხვები იქნებოდა თავმოყრილი და იარსებებდა ფსიქიკური აშლილობებისთვის განკუთვნილი მოწესრიგებული განყოფილებები“, – გვიყვება ანა ღვინიანიძე, „ფსიქოგანათლების საზოგადოების“ ერთ-ერთი შემქმნელი.

ორგანიზაცია ცდილობს, ადამიანებს ისეთ კითხვებზე უპასუხოს, როგორიცაა: „რა არის ფსიქიკური აშლილობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები?“, „ვის მივმართო, თუ ფსიქიკური აშლილობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმენიშნება?,“ „რა მოხდება, თუ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს დამიდგენენ?“, „მხოლოდ მე მაქვს, თუ არა ფსიქიკური აშლილობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები?“ ან „რა ნაბიჯები გადავდგა, იმისათვის, რომ ჩემი ახლობლის ფსიქიკური მდგომარეობა გავაუმჯობესო?“. მეტიც, ორგანიზაცია ცდილობს ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებული ინფორმაციაც მოგვაწოდოს. მაგალითად, შეგვიძლია გავეცნოთ, თუ რა იწვევს ინსომნიას, სხეულის რომელი დაავადებები და მდგომარეობები იწვევს ფსიქოზისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, რა არის ბიპოლარული აშლილობა და ა.შ. ასევე, გვაწვდის ინფორმაციას „მითებისა და რეალობის“ ენაზე – მაგალითად, მცდარი და სწორი წარმოდგენები დეპრესიაზე:

ექვსი წლის წინ გადავწყვიტე, სოციალური ქსელით ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (აკვიატებული, უნებლიე აზრები/წარმოდგენები და რიტუალური/აკვიატებული ქცევა) შესახებ ადამიანების ცოდნის გამდიდრებაზე ზრუნვა მეცადა. გვერდის მართვამ დამარწმუნა, რომ მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, ვის უნდა მიმართონ იმ შემთხვევაში, თუ მათ ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები უვლინდებათ. ასევე, სასურველია, ისეთ კითხვაზე მიიღონ პასუხი, როგორიცაა: „რა მოხდება, თუ თავს შევიკავებ ფსიქიკური აშლილობის მკურნალობისგან და დამოუკიდებლად ვცდი ამ მდგომარეობასთან გამკლავებას?“ ფსიქოთერაპიული პრაქტიკის დროს, ხშირად, მინატრია, მქონოდა მაღალი ხარისხის ნაბეჭდი ლიტერატურა კონკრეტული ფსიქიკური აშლილობის შესახებ, რომელსაც დაინტერესებულ პაციენტებს გადავცემდი. საზოგადოების ერთ-ერთი მიზანი ამ მიმართულებით მუშაობაცაა“, – ანა ღვინიანიძე.

M: რა განასხვავებს ფსიქოკონსულტირების ცენტრებისგან საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოებას?
ბევრს ვფიქრობთ, როგორ ვესაუბროთ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობების შესახებ. ვცდილობთ, ინფორმაცია მოვაწესრიგოთ და ვისაუბროთ არსებითზე. ვცდილობთ, გვახსოვდეს, რომ ფსიქიკური აშლილობების სიმპტომებს ზოგჯერ სხეულის დაავადებები იწვევს. თამამად ვაღიარებთ, რომ ზოგიერთ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. ფსიქიკური აშლილობების სიმპტომების მქონე ადამიანებს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღებისთვის, სულ მცირე, ერთ საათს მაინც ვუთმობთ და ამ ეტაპზე, კონსულტაცია უფასოა.

M: როგორია ფსიქოგანათლების მნიშვნელობა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის? ეფექტურია, თუ არა ამ მიმართულებით, თუნდაც, სამოყვარულო დონის ცოდნის ფლობა ფსიქიკური პრობლემების იდენტიფიცირებისა თუ მასთან ინდივიდუალურად ბრძოლის საკითხში?
ფსიქოგანათლების დახმარებით, ადამიანები ისეთ კითხვებზე იღებენ პასუხებს, როგორიცაა: „რატომაა ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილი?,“ „რატომაა მნიშვნელოვანი, კმაყოფილების და სიამოვნების განცდა შემეძელოს?,“ „რა მოხდება, თუ უარს ვიტყვი, ფსიქიკური აშლილობის მკურნალობაზე?“ ადამიანებს, რომელთაც განსაზღვრული ფსიქიკური აშლილობა აქვთ, ფსიქოგანათლება მდგომარეობის მართვაში ეხმარება. მაგალითად, თუ ადამიანი ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებაზე მანიშნებელი  სიმპტომების ცნობას შეძლებს, დროულად მიმართავს შესაბამის სპეციალისტს.

გარდა ამისა, ფსიქოგანათლება ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანის ოჯახის წევრებს ისეთ კითხვებზე პასუხობს, როგორიცაა: „რა აწუხებს ჩემს ახლობელს?,“ „რატომ შეიცვალა ჩემი ახლობლის ქცევა?“ კვლევების თანახმად, ოჯახის წევრების ფსიქოგანათლება ხელს უწყობს ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანის მდგომარეობის გამწვავების აღკვეთას, რადგან ოჯახის წევრები მათი ქცევების მნიშვნელობის გაცნობიერებას იწყებენ.

M: რა გეგმები აქვს ფსიქოგანათლების საზოგადოებას?
საზოგადოების მიზანი ფსიქიკური აშლილობების შესახებ ადამიანების უწყვეტი განათლებაა. ამისთვის ბეჭდვითი ლიტერატურის, ინტერნეტსივრცეებისა და საგანმანათლებლო კურსების შექმნას ვგეგმავთ. ინტერნეტსივრცეების, სადაც ადამიანები შეძლებენ, თავისუფლად ისაუბრონ საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ასევე, სურვილი გვაქვს, ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების ოჯახის წევრები უზრუნველვყოთ ფსიქოგანათლებაზე დაფუძნებული მხარდაჭერით.

“კოკა-კოლას” ბოთლის ევოლუცია ერთ ფოტოში

H&M-ის ევროპულ მაღაზიებში საქართველოში დამზადებული პროდუქცია გაიყიდება