in

PUBG-ის გეიმერებს თამაშში Balenciaga-ს სამოსის ჩაცმა შეეძლებათ

როგორც აღმოჩნდა, ბალენსიაგა ბრძოლის ველზე იარაღით კი არა, თავისივე გარდერობით შედის… სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოდის სახლმა PUBG: BATTLEGROUNDS-სა და PUBG MOBILE-თან დაიწყო თანამშრომლობა, რათა მდიდრული სტილი გეიმინგში შეეტანა. 

ციფრულ სთორითელინგს ბრენდმა ადრეც მიმართა, თუმცა ეს პარტნიორობა აქცენტს უფრო თამაშში თვითგამოხატვაზე აკეთებს. PUBG-მ მილიარდ ჩამოტვირთვას გადააჭარბა და 100-ზე მეტ ქვეყანაში სტაბილურად გვხვდება ე. წ. ჩარტებშიც. ამგვარად, ამ სამყაროში შებიჯება ბალენსიაგას საშუალებას აძლევს, პერსონაჟების პერსონალიზაციის ახალი დონე შემოგვთავაზოს თავისივე ზამთრისა და 52nd Couture-ის კოლექციებით.

შედეგად, PUBG MOBILE-ში მოთამაშეებს შეუძლიათ, განბლოკონ Balenciaga-ს ლუქების ფართო არჩევანი, მათ შორის Couture Armor, რომელიც 3D ბეჭდვის ტექნიკით მიღებული კაბით არის შთაგონებული, ვარდისფერი დუტი, მაისურები, ჩექმები თუ სხვა. აქსესუარებში კი მკვეთრი ლურჯი ჩაფხუტი, Explorer-ის, Le City-ის და Superbusy-ის ხაზების პირსინგიანი ვირტუალური ჩანთები და სხვა ნივთები დახვდებათ. 

საინტერესოა, რომ ეს თანამშრომლობა ეკრანს მიღმაც ვრცელდება და იგი მსოფლიოს მასშტაბით ბალენსიაგას რამდენიმე მაღაზიაშიც იქნება ხელმისაწვდომი… ასეა თუ ისე, ამ თანამშრომლობის შედეგად, Balenciaga ბრძოლის ახალ ველზე შედის, PUBG უკეთეს გარდერობს იძენს, ხოლო მოთამაშეებს საშუალება ეძლევათ, ცეცხლი მოდური, გამომხატველობითი სამოსით გახსნან…

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ადამიანური კაპიტალის მართვის კურსი დაემატა

ექსკლუზიურად Mastercard-ის ბარათის მფლობელებისთვის: mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტის შეთავაზება