in

პირველი არხი ყველასთვის!

„პირველი არხი ყველასთვის“ – საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი საეთერო სეზონის კონცეფციაა, რომელიც მის საყოველთაოობას, საზოგადოების გაერთიანებისა და განვითარების ხელშეწყობის ფუნქციას უსვამს ხაზს.

ეს კონცეფცია არხის ახალ შეფუთვაში და მის მიერ შექმნილ ყველა პროდუქტში არის ინტეგრირებული. მრავალფეროვანი გადაცემები სხვადასხვა პლატფორმაზე, ქართული კონტენტის წარმოება და მასში ინვესტიციის ჩადება, ადგილობრივი მედიაინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და აუდიტორიისთვის მხოლოდ მაღალი ხარისხის, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული უცხოური პროდუქტის შეთავაზება არის 2021 წლის სეზონზე საზოგადოებრივი მაუწყებლის განაცხადი.

„ძალიან დიდი გამოწვევაა, ისაუბრო საზოგადოების სახელით, იყო არხი, რომელიც ყველას აერთიანებს. ჩვენს პოლარიზებულ საზოგადოებაში ეს მისია, ერთი შეხედვით, თითქმის, შეუსრულებელია. თუმცა ჩვენს გუნდთან ერთად, ვმუშაობთ კონცეფციაზე, ვიპოვოთ საერთო ყველაზე რადიკალურად განსხვავებულ აზრთა შორის, დავაახლოოთ პოზიციები და ვეცადოთ, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი –  ვფიქრობთ, პირველი არხი ქმნის პლატფორმებს, პროექტებს, გადაცემებს და მათი საშუალებით – შინაარსს, რომელიც კონსტრუქციული განვითარების წინაპირობაა“, – აცხადებს საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი.

კრედიტები:

რეჟისორი და სცენარისტი: ამირან დოლიძე, კოპირაიტერი: ამირან დოლიძე, კოტე ჯანდიერი, ირინე სანიკიძე, აღმასრულებელი პროდიუსერი: ეკატერინე კოპალეიშვილი, ოპერატორი: თორნიკე მიროტაძე, კახაბერ ბუხრაშვილი, მხატვარი: მარიამ ყანდიაშვილი, გრაფიკა: ოთარ ბიჭიაშვილი, მამუკა ტყეშელაშვილი, ხმა: ოთარ ბაღათურია.

 

[პარტნიორის კონტენტი]

2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი  Mundus Vini-ზე! რამ განაპირობა ღვინის კომპანია „ნაბერაულის“, 2020 წლის მოსავლის საერთაშორისო აღიარება

როგორ უნდა მართონ დირექტორებმა საკუთარი დრო, ჰიბრიდულ სამუშაო გარემოში?