in

რატომ ვგლოვობთ ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად არ ვიცნობთ? — ფსიქოლოგების პასუხი

M2
M2

როდესაც ცნობილი ადამიანი, დაწყებული დედოფლით და დიდი პოლიტიკოსით, დასრულებული რეჟისორით და მომღერლით, გარდაიცვლება, მთელი მსოფლიო „ციფრული მწუხარების“ ფარდის მიღმა დგება. მარტივად რომ ვთქვათ, სოციალურ მედიაში ვირუსულად ვრცელდება თემატური პოსტები იმის შესახებ, თუ როგორ ვწუხვართ ამ დანაკარგის გამო. ამის ნათელ მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალება.

რა თქმა უნდა, ადამიანების უმრავლესობა, ვინც გლოვობს ან დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ინფორმაციებს ავრცელებს, არასდროს შეხვედრია მას პირადად. მაშ, რა კავშირი აქვს მას „რეალურ“ გლოვასთან? ან, რა განასხვავებს ამ ორს ერთმანეთისგან?

როგორ გამოიყურება უცნობი ადამიანისადმი გამოხატული მწუხარება?

როდესაც ვინმე ნაცნობის გარდაცვალების გამო ვწუხვართ, მასთან დაკავშირებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ემოციურ კავშირს ვიხსენებთ. ფსიქოლოგების თქმით, ანალოგიური რამ ხდება მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ადამიანების შემთხვევაშიც, რომელთაც არასდროს შევხვედრილვართ. როგორც მკვლევრები ამბობენ, ემოციურ კავშირად ითვლება არა მხოლოდ რეალურ ცხოვრებაში გადაკვეთა ან შეხვედრა, არამედ ზოგადად საერთო მოცემულობის გაზიარება — უფრო კონკრეტულად, მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი არ იყო ჩვენი ოჯახის წევრი (დედოფალიც კი არ ყოფილა ჩვენი), ბევრი ჩვენგანი მასთან ერთად გაიზარდა. ამიტომაც გაჟღერდა ისეთი ნარატივიც, რომ მასთან ერთად „რაღაც ეპოქა“ დასრულდა.

ამის საფუძველზე, ფსიქოლოგები ასკვნიან, რომ ამგვარი „ნაცნობობა“ მასობრივ მწუხარებას წარმოშობს. ეს ერთგვარად ისეთ განცდას ბადებს, თითქოს ვიღაც არსებობდა ჩვენს ცხოვრებაში, მოულოდნელად კი დავკარგეთ.

რით განსხვავდება ეს მწუხარება?

ბუნებრივია, უცნობ ადამიანებთან მჭიდრო კავშირი გვაკლია. ჩვენ არ გვაქვს ეს გადახლართული მოგონებები… ვინაიდან ეს ადამიანი მიუწვდომელია, ძნელია იმის წარმოდგენა, თუ ვინ იყო ის სინამდვილეში და რას ნიშნავს ჩვენთვის.

იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ საყვარელ ადამიანთან ინდივიდუალურ ურთიერთობაზე, საჯარო მოღვაწის გარდაცვალების შემდეგ, ვეყრდნობით საზოგადოების გამოცდილებას კოლექტიური მწუხარების შესახებ, რომელიც ჩვენს მწუხარებას ონლაინ რეჟიმში აყალიბებს. ამის გათვალისწინებით, კონკრეტული საზოგადო პიროვნებისა და მისი თვისებების აღქმა ფაქტობრივი არ არის.

საქართველოს რაგბის კავშირმა Enefty-სთან ერთად 50 NFT ბარათი გამოუშვა

Crossover ტიპის 10 საუკეთესო მანქანა