იუსტიციის სახლმა შობა – ახალი წელი, საზოგადოებას, სადღესასწაულო ვიდეორგოლით მიულოცა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/publicservicehall/videos/2233707850205413/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
„იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაზე და ცდილობს, თითოეული მომსახურება ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში, ჩვენს პარტნიორებთან და დონორებთან (UNDP, შვედეთის მთავრობა, პოლონეთის მთავრობა) ერთად, მუდმივად სიახლეებს ვნერგავთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია 20018 წელი, როდესაც „გაეროს განვითარების პროგრამასთან“ ერთად, საზოგადოებას გაუმჯობესებული სერვისების პროგრამა შევთავაზეთ: შევქმენით შშმ პირების მომსახურების ეთიკის ნორმები და ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტები დავნერგეთ; შევადგინეთ სპეციალური სასწავლო მოდული – ჟესტების ენაში გადავამზადეთ თანამშრომლები. ახალი წლიდან, ქვეყნის მასშტაბით, 750 თანამშრომელი მოემსახურება მოქალაქეებს ჟესტების ენაზე. საახალწლო ვიდეოში ჩვენი უკვე გადამზადებული თანამშრომლები, საზოგადოებას, სწორედ ჟესტების ენაზე ულოცავენ დღესასწაულს. რგოლი ჩვენივე იდეით, შიდა რესურსით გადავიღეთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის იუსტიციის სახლი სრულად ადაპტირებული და ნებისმიერი პირის საჭიროებაზეა მორგებული. მალე, ასეთივე სტანდარტებით იქნება აღჭურვილი საქართველოს ყველა იუსტიციის სახლი“.











