6
Dec
2018

Public(A) Talks სალონურ საღამოს მართავს

6 Dec 2018

20 დეკემბერს Public(A) Talks სალონურ საღამოს გამართავს ოლეგ ტიმჩენკოს, ხათუნა ხაბულიანის და გიგი პიანომენის მონაწილეობით.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

ოლეგ ტიმჩენკო თანამედროვე ქართველი ხელოვანია. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და ევროპის არაერთ კერძო კოლექციასა და გალერეაში. ტიმჩენკოს შემოქმედებაში ასახულია თანამედროვე თბილისის სული. ხელოვანი ძირითადად ზღაპრულ და აღმოსავლურ მოტივებზე ხატავს, ასევე ურბანისტულ პეიზაჟებსა და პოპ-არტის სტილის პოსტერებს.

სანამ ოლეგ ტიმჩენკო პუბლიკის სტუმრების თვალწინ დახატავს, თანამედროვე – და ზოგად ხელოვნებაზე ისაუბრებს ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი. იგი არტ კრიტიკოსი და თანამედროვე ხელოვნების მკვლევარია. ის კითხულობს ლექციებს თანამედროვე ხელოვნების დარგში. არის საერთაშორისო ორგანიზაციების: ICOM, CIMAM და AICA-ს წევრი.

ამავდროულად, პუბლიკის სტუმრებს ექნებათ საშუალება მოუსნიმონ პიანისტს და კომპოზიტორს – გიგი ვანდერს, იგივე გიგი პიანომენს.

ბილეთების შესაძენად, გადადით ბმულზე.
[R]

განხილვა