in

Publicis Groupe – Starcom საქართველო

მარკეტინგი და მისი დარგობრივი მიმართულებები ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება. თუკი ბოლო ასწლეულს გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რამდენად სწრაფია მისი დინამიკა. ამ მკვეთრი გამოწვევების გადალახვა უამრავი კომპანიისთვის რთული ამოცანა აღმოჩნდა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც ცვლილებებს ფეხი აუწყეს და დღესაც მოწინავე პოზიციებს იკავებენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება Publicis Groupe, რომელსაც 100-წლიანი ისტორია აქვს და 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, სხვადასხვა მიმართულებით.

Publicis Groupe, 1926 წელს, მარსელ ბლუშტაინ-ბლანშეტმა დააარსა. მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში საუკუნის განმავლობაში მიმდინარე ცვლილებების მიუხედავად, კომპანიამ მყარად გაიდგა ფესვები, რის შედეგადაც Publicis Groupe, დღეს, მსოფლიოში მოწინავე ჯგუფია კომუნიკაციების კუთხით. გარდა ამისა, გასულ წელს, AdAge-მა A list Creativity Awards-ში, Publicis Groupe წლის კომპანიად დაასახელა.

Publicis Groupe მსოფლიო ბაზარზე რეკლამის, ციფრული ტრანსფორმაციის, მარკეტინგის, ფროდაქშენის, კომუნიკაციების, კონსულტაციის, მედიის, ტექნოლოგიების, PR და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებებით ოპერირებს. ამ ყველაფრის ორგანიზებას კი ჯგუფში შემავალი ჰაბების საშუალებით უზრუნველყოფს. ჰაბები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: Publicis Communications-ს, რომელშიც ისეთი სააგენტოები შედის როგორებიცაა Leo Burnett, Fallon, Saatchi & Saatchi, Marcel, BBH და სხვა. ასევე ერთ-ერთი მიმართულებაა Publicis Health, რომელიც ისეთ კომპანიებს აერთიანებს, როგორებიცაა Heartbeat, Langland, Insync, Saatchi & Saatchi Welness. და ბოლოს, Publicis Media მასში წარმოდგენილი კომპანიებით: Starcom, Zenith, Digitas, Spark, Performics.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Publicis Groupe-ის შვილობილი კომპანიები ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობენ, როგორებიცაა: Coca-Cola, McDonald’s, Bank of America, P&G, Fiat, Lexus, Visa, Best Buy, Nestle, Mondelez, Toyota, Sephora, Kraft Heinz, Carrefour და სხვა.

გარდა ამისა, Publicis Groupe-ის შვილობილი კომპანიები ისეთი ფესტივალების გამარჯვებულები არიან, როგორებიცაა: Cannes Lions, Effie Awards, ADC*A და სხვა. 

ასეთი წარმატების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი, რა თქმა უნდა, Publicis Groupe-ის მთავარი მიზნის შვილობილ კომპანიებში სწორად დანერგვაა. კომპანიის ხედვით, იმ პირობებში, როდესაც დღეს, ბიზნესები უამრავი გამოწვევისა და შესაძლებლობების წინაშე დგანან, ეფექტური გამოსავალია მომხმარებლისთვის მეტი ინოვაციის მიწოდება და უმოკლეს დროში ზრდის ალტერნატიული გზების ჩვენებაა. ამას კი Publicis Groupe საქართველოში ისეთი გამოცდილების მქონე კომპანიასთან პარტნიორობით ახერხებს, როგორიცაა მისი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია Starcom Georgia. Publicis Groupe-ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია Starcom 2009 წლიდან საქართველოშიც ოპერირებს. დღესდღეობით, Starcom Georgia თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: P&G (Ariel, Tide, Oral-B, Old Spice, Pantene, Head & Shoulders), Lexus, Visa და სხვა.

 

[R]

ყველაფერი კარგი! – ამბავი All Good-ზე, პასუხისმგებლიან ეკო-ბრენდზე

„ყველა ფერს თავისი ისტორია აქვს“