26
Apr
2017

Publicis-ი საქართველოში H&M – ის ახალი მედია პარტნიორი გახდა 


26 Apr 2017

ინფორმაცია H&M-ის საქართველოში შემოსვლის შესახებ დადასტურდა, გახსნასთან დაკავშირებული დეტალები დღემდე საიდუმლოდ ინახებოდა, თუმცა, ახლახანს ცნობილი გახდა, რომ H&M-ის ახალი მედია პარტნიორი საქართველოში Publicis Georgia გახდება. შერჩევის პროცესისა და კრიტერიუმების შესახებ მარკეტერი Publicis-ის ექაუნთ დირექტორს, ეკატერინე ებანოიძესა და სტრატეგიების რეგიონალურ დირექტორს კავკასიაში: როსტისლავ რუძინსკის გაესაუბრა.

პირველ რიგში, ვულოცავ თქვენს სააგენტოს ამ ახალ გამოწვევას. შეგიძლიათ, მოკლედ მოგვიყვეთ, როგორ გახდით H&M-ის მედია პარტნიორი?

ეკატერინე ებანოიძე

გმადლობთ მოლოცვისთვის! H&M -საგან მედია პარტნიორობა მთელი ჩვენი გუნდისთვის ძალიან სასიხარულო იყო. ყველამ ვიცით, რომ H&M-ი არის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს დახვეწილ სტილსა და ხარისხს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად. მედია პარტნიორის შერჩევა ხანგრძლივი, რთული და ამავდროულად, ძალიან საინტერესო პროცესი იყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ გამოწვევამ ფასდაუდებელი გამოცდილება შეგვძინა.

რა იყო შერჩევის კრიტერიუმები და, თქვენი აზრით, რამ განაპირობა H&M-თან საბოლოო შეთანხმების მიღწევა?

როსტისლავ რუძინსკი
მედია სტრატეგიაზე მუშაობისას, დიდი ყურადღება მივაქციეთ კონკურენტული ინსაითების ანალიზს, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენი გუნდის იდეები იქნებოდა ორიგინალური, შექმნიდა უნიკალურ მესიჯს და წარმატებულად მოახდენდა სამიზნე აუდიტორიის კონკრეტული ჯგუფების იდენტიფიცირებას.
საწყის ეტაპზე, ძალიან ბევრი დრო და ენეგრია დავხარჯეთ იმისთვის, რომ H&M-ის გუნდისთვის სრულყოფილი პრეზენტაცია წარგვედგინა.
შემდეგ, განვუმარტეთ მათ თუ რატომ არის ჩვენი სააგენტო განსხვავებული, საინტერესო და კარგი პარტნიორი. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ფინალურ შეხვედრაზე იყო დამოკიდებული. შეხვედრის დაწყებისთანავე ვიგრძენით კეთილგანწყობა და პრეზენტაციამაც შესანიშნავად ჩაიარა. ყველაზე მეტად რამაც H&M-ის წარმომადგენლები მოხიბლა იყო ჩვენს გუნდში არსებული ერთიანობის განცდა. შეხვედრის ბოლოს ჩვენც და ისინიც ერთი დიდი ‘შეკრული’ გუნდი ვიყავით.
როგორ აისახება H&M-ის საქართველოში შემოსვლა ადგილობრივ სარეკლამო ინდუსტრიაზე?

როსტისლავ რუძინსკი:

ქართული ეკონიმიკა განვითარების ფაზაშია. რასაკვირველია, ასეთი დიდი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა მიანიშნებს, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მომხმარებელს ეზრდება მსყიდველობითუნარიანობა; სარეკლამო სფერო კი, მისი კომპლექსურობითა და მუდმივი ცვალებადობით უფრო და უფრო უახლოვდება მის ანალოგებს უფრო განვითარებული ქვეყნებიდან. პროდუქციის არჩევანი და კომუნიკაციის არხები მრავალფეროვანი ხდება; ასევე იზრდება ახალი, ციფრული პლატფორმების პოტენციალი. ბუნებრივია, ამ პროცესებთან ერთად მომხმარებელი უფრო აქტიური ხდება, რაც თავისთავად პოზიტიურად აისახება სარეკლამო სფეროს განვითარებაზე. 
მე შემიძლია ვთქვა, რომ H&M-თან მუშაობის შედეგად ჩვენი გუნდის წევრებმა შეიძინეს უნიკალური გამოცდილება და ცოდნა. ჩვენ ახლა უკეთ ვერკვევით მსოფლიო მოდის სარეკლამო ტენდენციებში და ქართულ ბაზარზეც ჩვენი კონკურენტუნარიანობა გაიზარდა.

 

 

[R]

განხილვა