თითქმის საუკუნის წინ მარსელ ბლეუსტინ-ბლანშეტმა Publicis-ის პირველი ნიშანი შემოგვთავაზა — ხელით შექმნილი ასოები, რომლებმაც მემკვიდრეობა განსაზღვრა, დღეს კი იგი Publicis-ის ახალი იდენტობის შთაგონებად იქცა. ეს ამბავი საინტერესო იმითაც გახლავთ, რომ მასში საკუთარი ხელნაწერი ასოებით ყველა თანამშრომელმა შეიტანა წვლილი და კოლექტიური იდენტობის მანიფესტაციის მომსწრენი გაგვხადა…
უნდა ითქვას, რომ ტიპოგრაფია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრენდის პერსონალობის განსაზღვრაში. Publicis Noveau კი ამას თავისი იდენტობის ღუზის ისტორიაში ჩაშვებით ახერხებს ისე, რომ თანამედროვეობასთან ადაპტირებულიც იყოს. ამასთან, პროექტი ხაზს უსვამს კოლაბორაციის მნიშვნელობაზე ბრენდინგსა და ვიზუალურ იდენტობაში. შედეგად კი ტიპოგრაფიის სისტემას ვიღებთ, რომელიც თანამედროვეცაა და მუდმივიც, რითაც ბრენდის განვითარებას ასახავს.
რაც შეეხება დიზაინს, ფრთხილად შერჩეული ხაზებით, მუქი შტრიხებითა და ნიუანსებით სააგენტოს ტრანსფორმაციულ ფილოსოფიაზე მიგვანიშნებს. შესაბამისად, შრიფტი უბრალოდ ესთეტიკური არჩევანი არ გახლავთ, არამედ Publicis Toronto-ს მიდრეკილებაზე მიგვითითებს, რომელიც თავად აყალიბებს ნარატივს და არა, პირიქით.
და რატომ არის შრიფტის შექმნა ბრენდინგში მნიშვნელოვანი? კონკურენტულ უპირატესობას გვთავაზობს, გამორჩეულ ბრენდის იმიჯს ქმნის და თანმიმდევრულობას უზრუნველყოფს ციფრულ პლატფორმებს შორის. Publicis Toronto კი ამის საუკეთესო მაგალითია — მემკვიდრეობის ერთგულებითა და საზღვრების რღვევით Publicis Noveau ტიპოგრაფიის ძალას გამოცდის ბრენდის ხმის შექმნაში. უბრალოდ შრიფტს კი არ გვაჩვენებს, არამედ მიზანსა და ევოლუციაზე აკეთებს განაცხადს.