სარეკლამო გიგანტების გაერთიანებით ახალი ერა იწყება – სააგენტოების ქსელ Publicis Worldwide და Leo Burnett გაერთიანდა და ახალი კრეატიული ქსელი Leo შექმნა. Leo აერთიანებს დაახლოებით 8,000 კრეატიულ თანამშრომელს Leo Burnett-იდან და 7,000-ს Publicis Worldwide-იდან 90 ქვეყანაში. მას თანაპრეზიდენტები მარკო ვენტურელი, აგათე ბუსკე, და მთავარი სტრატეგი გარეთ გუდოლი უხელმძღვანელებენ.
Publicis-ის ლომის ლოგოს გარდა, ახალ სააგენტო Leo-ს სახელი ერგო მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის ლეგენდარული დამფუძნებლისგან.
„მქონდა პატივი მემართა როგორც Publicis Worldwide, ისე Leo Burnett. მას შემდეგ, სხვა ლეგენდარული სახელები გაქრა, მაგრამ არასდროს მჯეროდა, რომ კრეატიული ეფექტურობა უნდა ნიშნავდეს ნაკლებ ბრენდსა და ნაკლებ ოპერაციებს. საქმე ეხება დიდ იდეებს კრეატიული გონებებისგან, რომლებიც საზრდოობენ ძლიერი სააგენტო კულტურით, რათა გავლენა მოახდინონ ჩვენი კლიენტების ბიზნესზე,” – განაცხადა Publicis Groupe-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ სადუნმა. ვენტურელი, ბუსკე და გუდოლი – გუნდი, რომელმაც Publicis Conseil 2024 წლის კანის ლომების წლის სააგენტოდ აქცია – უხელმძღვანელებენ Leo-ს, დაეხმარებიან კრეატიულ საზოგადოებას Publicis-ის მონაცემების, ტექნოლოგიებისა და მედია აქტივების უპირატესობის გამოყენებაში. ენდრიუ ბრიუსი, Publicis Groupe Canada-ს აღმასრულებელი დირექტორი, ასევე აიღებს ახალი ჯგუფის თავმჯდომარის დამატებით როლს ჩრდილოეთ ამერიკაში.
Leo-ს შექმნა ხდება მაშინ, როცა სააგენტოების ჰოლდინგური კომპანიები ცდილობენ უპასუხონ კლიენტების საჭიროებებს მონაცემებზე დაფუძნებული კრეატიულობის კუთხით, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. Publicis Groupe-მა გასულ წელს 300 მილიონი ევროს ინვესტირების გეგმების შესახებ განაცხადა, რათა გარდაიქმნას „ინდუსტრიის პირველ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ინტელექტუალურ სისტემად.“ კომპანიამ 2024 წლის მესამე კვარტალში ორგანული შემოსავლების 5.8%-იანი ზრდა დააფიქსირა წინა წელთან შედარებით და კვლავ გააუმჯობესა წლიური პროგნოზი.
Publicis-მა ასევე იმუშავა თავისი პორტფელის გასაძლიერებლად შერწყმებისა და შესყიდვების გზით, 2024 წელს შეიძინა რა ინფლუენსერ-მარკეტინგის გიგანტი Influential და დამოუკიდებელი მარკეტინგული კომპანია Mars United Commerce.
წყარო: marketingdive