in ,

Publicis Groupe 2018 წლამდე ფესტივალებსა და დაჯილდოებებში მონაწილეობას არ მიიღებს

გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებენ სარეკლამო ინდუსტრიაში

BOG
BOG

Publicis Groupe 2018 წლამდე  ფესტივალებსა და სხვა სახის წამახალისებელ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებენ არა მარტო კომპანიის თანამშრომლები, არამედ მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები.

არტურ სადოუნი

Publicis Groupe-ის აღმასრულებელი დირექტორი არტურ სადოუნი ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში, კომპანიის არც ერთი წარმომადგენლობა,  დაჯილდოებაში, ფესტივალებსა თუ სხვა სახის წამახალისებელ, ფასიან ღონისძიებებაში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, „ტაიმ აუტი” Marcel -ის წარდგენამდე გაგრძელდება. Marcel არის ე.წ. პირველი პროფესიონალი თანაშემწე, რომელიც 30 სხვადასხვა ქვეყანაში კომპანიის 80 000 თანამშრომელს მოემსახურება. პლატფორმის პრეზენტაცია პარიზში, 2018 წლის ივნისში გაიმართება. სადოუნის თქმით, დაზოგილი რესურსები სწორედ Marcel-ის მომზადებას მოხმარდება.

ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა კომპანიის თანამშრომლებისათვის. Publicis Groupe-ის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, თანხა არა ახალი პლატფორმის, არამედ,  კომპანიის „ზედა რგოლისთვის” იზოგება. თანამშრომლების აზრით, ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარის თქმა უარყოფითად აისახება მათ განვითარებაზე. ამბობენ, რომ გაუმართლებელია თანხის დაზოგვა ასეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, მაშინ როდესაც, 2017 წელს არტურ სადოუნი, ხელფასის სახით, 6 000 000 დოლარს მიიღებს.

Publicis Groupe-ის გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებენ მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები.

სააგენტო Goodby Silverstein & Partners-ის ხელმძღვანელი ჯეფ გუდბაი ამბობს, რომ ერთწლიანი წყვეტა თავად კომპანიას დააზარალებს, ხელს შეუშლის თანამშრომლების განვითარებას.

„თუ ფესტივალებში არ მიიღებ მონაწილეობას და ჯილდოებს არ აიღებ,  სულ უფრო ნაკლებ ადამიანს ენდომება შენს კომპანიაში მუშაობა. ეს არის ერთადერთი გზა,  შეინარჩუნო კრეატივის განყოფილების თანამშრომლები”.

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია R3-ის დამფუძნებელი გრეგ პოლი, ამბობს, რომ ეს თამამი ნაბიჯია და შესაძლოა, მისი მიზანი Marcel-ის მეშვეობით შემოსავლის ნაკადის ზრდა იყოს.

“ეს გავლენას მოახდენს კლიენტთა მოლოდინზეც. ისინი ჩათვლიან, რომ კომპანიის წარმომადგენლობებმა ახლანდელზე ბევრად უკეთ უნდა იმუშაონ”. 

Publicis Groupe-ის გადაწყვეტილება კანის საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი. მომავალ წელს, კომპანია, ამ კონკურსსაც გამოტოვებს. მონაწილეობას არც ისეთ ღონისძიებებში მიიღებს, როგორებიცაა 4A’s Transformation და  the Association of National Advertisers’ Masters of Marketing. მათი ორგანიზატორები, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ. Publicis Groupe-ის გადაწყვეტილებაზე არც კომპანიის ამჟამინდელი კლიენტები საუბრობენ.

ბობ ტეილორი – ტექნოლოგიური ლეგენდა, რომელმაც გამოიგონა თითქმის ყველაფერი, რასაც ოფისებსა თუ სახლებში ვიყენებთ

Mitsubishi-ით დაელექტროებული ცხოველები – პრინტ კამპანია