in

პირველად საქართველოში: მიშლენის მწვანე ვარსკვლავის მფლობელი შეფი ბაპტისტ დენიელის ვახშამი

საქართველოს გასტრონომიულ სცენას უნიკალური მოვლენა ელოდება – მიშლენის მწვანე ვარსკვლავის მფლობელი შეფი ბაპტისტ დენიელი პირველად ეწვევა ქვეყანას, რათა გაგიმასპინძლდეთ ექსკლუზიური ვახშმით.

სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსისა და Mastercard-ის კოლაბორაციის ფარგლებში, ეს განსაკუთრებული კულინარიული ღონისძიება გაიმართება 20 და 21 მარტს, რესტორან Dumas-ში, სადაც სტუმრებს ვახშმად ელით ფრანგული კულინარიის ხელოვნება.

ბაპტისტ დენიელი, ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია მდგრადი გასტრონომიის სამყაროში. იგი ყველაზე ახალგაზრდა მზარეულია, რომელიც დაჯილდოვდა მიშლენის მწვანე ვარსკვლავით – ეს აღიარება ენიჭება იმ შეფ-მზარეულებს, რომლებიც ერთგულნი არიან ეკოლოგიურად პასუხისმგებელი და მდგრადი კულინარიული პრაქტიკებისადმი.

სასტუმრო პულმანის 36-ე სართულზე მდებარე ფრანგულ რესტორან Dumas-ში, სტუმრებს მხოლოდ ორი საღამო ექნებათ ვახშამზე დასასწრებად. 3 კერძიანი მენიუ, ღვინის დაწყვილება, ცოცხალი მუსიკა, თბილისის პანორამული ხედები და დაუვიწყარი გარემო.

ადგილის დასაჯავშნად უნდა მიწეროთ: [email protected].

[R]

როგორ განაახლოთ თქვენი Instagram ალგორითმი

მაკიაჟი დეპრესიულ სიმპტომებს ამცირებს — აი, რას გვეუბნებიან ფსიქოლოგები