in

Pullman Tbilisi Axis Tower უერთდება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისს

20 ნოემბრიდან იწყება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში, შესაბამისად ახლადგახსნილი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Tower-იც შეუერთდა სამზადისს. საერთაშორისო ჯგუფი Accor-ის პრემიუმ სასტუმროში, სპორტის ქომაგებს შესაძლებლობა ექნებათ სასტუმროს ლობიში არსებულ ბარში The Junction უყურონ ყველა თამაშს. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, 6 კვადრატულ მეტრიანი ეკრანი და მაღალი ხარისხის სერვისი.

აკორის ჯგუფს, 2022 წლის ბოლომდე მინიჭებული აქვს უძრავი ქონების პორტფელის ზედამხედველობა, რომლითაც ყატარში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ჩასული სტუმრები ისარგებლებენ. 67,000 ოთახითა და 13,000 თანამშრომლით ჩართული ამ უზარმაზარ წამოწყებაში, აღნიშნულ ღონისძიებაში Accor არის სტუმართმოყვარეობის მთავარი მოთამაშე, რომელიც 1,5 მილიონზე მეტ ვიზიტორს მოიზიდავს.

Pullman Tbilisi Axis Tower-მა ოპერირება დაიწყო 2022 წლის ივნისიდან, თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში. ეს ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმროა, 218 დახვეწილი დიზაინის ოთახითა და 2000 მ2 – ის საკონფერენციო სივრცით. 140 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული რესტორნიდან და ბარიდან ქალაქის პანორამული ხედები იშლება.

[პარტნიორის კონტენტი]

საქართველოს 5 რეგიონის მიტოვებული შენობები ქართული კინოს დღეებმა გამოაცოცხლა

აღმოაჩინე დღის შეთავაზებები extra.ge-ზე