Pullman Tbilisi Axis Towers-ში სიახლეა – სასტუმროს გენერალური მენეჯერის
პოზიციაზე მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე
პროფესიონალი, სებასტიან ვინსენტი დაინიშნა.
სტუმარმასპინძლობის სფეროში 30 წელზე მეტი გამოცდილებით, სებასტიანმა პროფესიული გზა საფრანგეთის სამზარეულოში დაიწყო – იქ, სადაც ამ სფეროსადმი სიყვარული მის პროფესიულ მოწოდებად იქცა. ამ გზამ იგი საერთაშორისო კარიერამდე მიიყვანა: იგი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროებში, მათ შორის Novotel Almaty City Center (ყაზახეთი), Mercure Grand Hotel Doha, Mercure Sohar, ibis Muscat და ibis Al Barsha Dubai. სებასტიანი ასევე ჩართული იყო არაერთი ახალი სასტუმროს გახსნაში ომანში, კატარსა და ინდოეთის ოკეანის რეგიონში. ის უზრუნველყოფდა ოპერაციული პროცესების დაწყებას, გუნდის ფორმირებას და სასტუმროს ეფექტურ პოზიციონირებას ადგილობრივ ბაზრებზე.
საქართველოში ჩამოსვლამდე სებასტიანი იკავებდა Novotel Almaty City Center-ის გენერალური მენეჯერის პოზიციას. მისი ხელმძღვანელობისას სასტუმროს შემოსავალი ერთ წელიწადში 45%-ით, ხოლო საოპერაციო მოგება 61%-ით გაიზარდა – რაც შესაძლებელი გახდა გამჭვირვალე მენეჯმენტისა და ადამიანზე ორიენტირებული სტრატეგიის შედეგად.
„მოხარული ვარ, რომ ვუერთდები Pullman Tbilisi Axis Towers-ს, სასტუმროს, რომელსაც გამორჩეული არქიტექტურა და თამამი ხედვა აქვს.
ჩემი მიზანია, გავაძლიერო მისი რეპუტაცია კრეატიულობის, ოპერაციული სრულყოფისა და ავთენტური მასპინძლობის სინთეზით. მოუთმენლად ველოდები თანამშრომლობას ნიჭიერ გუნდთან, რათა ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გამოცდილებები ჩვენი სტუმრებისთვის და რეალური ღირებულება ყველა პარტნიორისთვის“.
სებასტიანის ხედვა სრულად შეესაბამება Pullman-ის გლობალურ მისიას და Accor-ის ხედვას სტუმართმოყვარეობის მომავლის შესახებ – ის აერთიანებს პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომას, აქცენტს ინოვაციაზე და მდგრადი ტურიზმის მხარდაჭერას.
მისი დანიშვნით, Pullman Tbilisi Axis Towers ახალ ეტაპზე გადადის და კიდევ უფრო ამყარებს საკუთარ პოზიციას, როგორც მსოფლიო დონის სტუმარმასპინძლობის სივრცე თბილისის გულში.
[პარტნიორის კონტენტი]












