Pullman Hotels & Resorts, Accor-ის პრემიუმ კლასის საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი აცხადებს Pullman Tbilisi Axis Towers-ის გახსნას, რომელიც Accor-ის ჯგუფის მეხუთე სასტუმროა საქართველოში.
თბილისის პრესტიჟულ უბანში განლაგებული სასტუმრო, რომელიც გარშემორტყმულია მრავალფეროვანი სავაჭრო და გასართობი ობიექტით, 20 წუთის სავალ გზაზეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. Axis Towers-ის განსაკუთრებული არქიტექტურა სასტუმროს თანამედროვე ინტერიერის დიზაინთან ერთად Pullman Tbilisi Axis Towers-ს ქალაქის ახალ მიზიდულობის წერტილად აქცევს.
Pullman-ის ბრენდის სასტუმროები არღვევს საზღვრებს ხელოვნებასა და ყოველდღიურობას შორის და ჩამოსვლის წუთიდან ყველა სტუმარს შთამბეჭდავ ატმოსფეროსა და თანამედროვე ესთეტიკას ახვედრებს. ინტერიერის დიზაინი, რომელიც Axis-ის არქიტექტორთა გუნდსა და ფრანგ დიზაინერ კრისტოფ პილესთან თანამშრომლობით შეიქმნა, ინარჩუნებს მრავალფუნქციური შენობის ერთიან სტილს. Pullman Tbilisi Axis Towers გთავაზობთ მართლაც უნიკალურ გარემოს, სადაც ბიზნესი და სიამოვნება ერთმანეთს ერწყმის. აქ სტუმრებისთვის ყველაფერია გათვალისწინებული, რაც მათ ეფექტური საქმიანი მოგზაურობისა და შეხვედრებისთვის სჭირდებათ.

„Pullman Tbilisi Axis Towers არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და დიდი ხნის ნანატრი პროექტი საქართველოში, რომელიც წარმოადგენს Accor-ის მრავალმხრივ სურვილს, აქტიურად შეუწყოს ხელი ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი პოზიციები ქვეყანაში. თბილისს დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებულნი ვართ, რომ სასტუმროს ინდუსტრიის განვითარება სხვადასხვა სეგმენტებში ხელს შეუწყობს ტურისტების და საქმიანი მოგზაურების რიცხვის მუდმივ ზრდას. ეჭვი არ მეპარება, რომ პირველი Pullman-ი, რომელიც ასეთ საკულტო შენობაში მდებარეობს, ერთ-ერთი საყვარელი სასტუმრო გახდება მნახველებისა და ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, გამორჩეული დიზაინისა და უნაკლო სერვისის წყალობით, ხოლო რესტორანი “Dumas” და სქაი ბარი “Weather Report”, რომელიც ქალაქის პანორამული ხედებს გვთავაზობს, მალე შევა თბილისში აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში“, — აღნიშნავს ალექსის დელაროფი, Accor აღმოსავლეთ ევროპის-ის COO.
სასტუმროში 220 ელეგანტური და კომფორტული ნომერია, რომლებიც შენობის მე-19-დან 35-ე სართულებზეა განლაგებული. ნაცრისფერ ფერებში გაწყობილი, ნათელი აქცენტებით და ლოფტის სტილის ელემენტებით, თითოეული ოთახი პანორამულ ფანჯრებს და ქალაქის თვალწარმტაც ხედებს გთავაზობთ. გარდა ამისა, ყველა ოთახი თანამედროვე და ფუნქციონალური დიზაინით გამოირჩევა და მოიცავს ყველაფერს, რაც კომფორტული დასვენებისთვის გჭირდებათ, მათ შორისაა ბალიშის მენიუ, Bluetooth დინამიკი და C.O. Bigelow-ს კოსმეტიკური საშუალებები.
საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზაციისთვის, Pullman-ი სტუმრებს ოთახის უფასო ფიტნეს კომპლექტებს სთავაზობს, რომლებიც მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომია ყველა ოთახსა და ლუქსში. ნაკრები შეიცავს ფიტნეს აღჭურვილობას და მათ ინსტრუქციებსაც, რათა სტუმრებს საკუთარი სურვილისამებრ ვარჯიში შეეძლოთ, თავიანთი ოთახის სიმარტოვეში და კომფორტში.

ისევე, როგორც ყველა პულმანის სასტუმრო მთელს მსოფლიოში, Pullman Tbilisi Axis Towers-ი სტუმრებს ავთენტურ კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობს. 36-ე სართულზე მდებარე რესტორანი “Dumas” ფრანგული და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს წარმოგიდგენთ. 37-ე სართულზე განთავსებული Sky Bar “Weather Report” ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდება, მრავალფეროვანი ექსკლუზიური კოქტეილებით, ღვინის მენიუთი და დახვეწილი ტაპასებით ქალაქის პანორამული ხედების ფონზე.
Junction at Pullman მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ლობი: ეს არის კოსმოპოლიტური და არაორდინალური სივრცე, შესანიშნავი ადგილი სამუშაოდ, გასართობად თუ მეგობრების სანახავად.
Pullman Tbilisi Axis Towers-ში 2000 კვმ-ზე განლაგებული საკონფერენციო სივრცეები იდეალურია როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიებისთვის. შვიდი შეხვედრების ოთახი, ბრწყინვალე 800 კვმ. ბოლრუმის დარბაზი 4 ჩაშენებული სინქრონული თარგმნის ჯიხურით, მისაღები სივრცითა და ტერასით — ყველაფერი შერწყმულია სტუმრების კომფორტისა და მაქსიმალური პროდუქტიულობისთვის.

აქსის თაუერსის ველნეს ცენტრი სტუმრებს სთავაზობს ფიტნეს ცენტრსა და 25-მეტრიან საცურაო აუზს, მოძრავი გადახურვითა და ღია ტერასით. აქვე განთავსებულია ორი საუნა, ორთქლის ოთახი, კრივის რინგი და სრულად აღჭურვილი ფიტნეს დარბაზი უახლესი სავარჯიშო დანადგარებით.
სასტუმრო ცენტრალურ უბანში მდებარეობს და მის გარშემო თავმოყრილია პარკები, მაღაზიები, საელჩოები, კაფეები და ბარები, სტადიონი და ეთნოგრაფიული მუზეუმი.

პულმენის შესახებ
Pullman Hotels & Resorts გლობალური მოგზაურობისა და ცხოვრების ახალ ტემპს ქმნის, და ამავდროულად სტუმრებს შთამაგონებელ, საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს. ჯანსაღი ცხოვრებისა და ხელოვნების სიყვარულით ინსპირირებული პულმანის ბრენდი ინარჩუნებს თავგადასავლებისა და სიახლეებისადმი ღიაობას, რამაც ის მოწინავე სამოგზაურო ბრენდად ჩამოაყალიბა 150 წლის წინ. დღეს Pullman-ს 140-ზე მეტი სასტუმრო აქვს მთელს მსოფლიოში, მათ შორის ისეთი ფლაგმანები, როგორიცაა Pullman Paris Bercy, Pullman Suzhou Zhonghui დიდ ჩინეთში და Pullman Maldives Maamutaa. Pullman არის Accor-ის — მსოფლიოში წამყვანი სტუმარმასპინძლობის ჯგუფის წევრი , რომელიც ითვლის 5300-ზე მეტ საკუთრებას 110-ზე მეტ ქვეყანაში.
[პარტნიორის კონტენტი]












