Pullman Tbilisi ბევრისთვის საყვარელი ადგილია. ეს სასტუმრო ცნობილი ფრანგული ქსელის, Accor-ის ნაწილია და საქართველოში 2022 წელს გაიხსნა. გამომდინარე იქიდან, რომ ჰორეკა ინდუსტრიაში საკმაოდ ბევრი წვრილმანია, რომლებიც ხშირად პლასტიკსა და ნარჩენს შეიცავს, სასტუმრომ თავიდანვე აიღო გეზი გარემოსდაცვითი აქტივობებისაკენ.
იმისთვის, რომ ეს მიზანი უფრო ეფექტურად განეხორციელებინა, ბრენდი პარტნიორის როლში ჩაერთო CENN-ის კამპანიაში „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება”, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით განხორციელდა. გარდა იმისა, რომ კომპანია მონაწილეობას იღებდა თემატურ შეხვედრებში, ის მდგრადობის გზაზე თავის დიდ გამოცდილებას უზიარებდა სხვა მონაწილეებს.
სასტუმრო გამოირჩევა მწვანე პოლიტიკით – ადრეულ ეტაპზევე დაინერგა ხის გასაღებები და მრავალჯერადი ბარათები. თითქმის სრულადაა ამოღებული ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭელი და ყველანაირი შეფუთვა, რაც პლასტიკს შეიცავს. ნომერში შესულ სტუმარს პლასტმასის ნაცვლად მინის წყლის ბოთლი ხვდება.
გარდა პლასტმასისა, გუნდმა დანერგა მდგრადი პრაქტიკის სხვა მაგალითებიც: ლედსანათები, წყლის დაზოგვის მექანიზმი, ელექტროსადგურები მანქანებისთვის და ა.შ.
სასტუმრო Pullman Tbilisi ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს დედამიწის უკეთესი მომავლის შექმნაში და ამის შესახებ გადაღებულ ვიდეოსაც გთავაზობთ.