in

ქართულ სტარტაპს Pulsar AI გლობალური კომპანია SpinCar ყიდულობს

საავტომობილო ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერი კომპანია SpinCar  ქართული სტარტაპ Pulsar AI-ს ყიდულობს. როგორც თავად ამბობენ, „პულსარის“ ავტომატური კომუნიკაციის გადაწყვეტილების ინტეგრირება „სპინქარის“ ინდუსტრიის ლიდერ, ციფრული გაყიდვების პროდუქტებთან მნიშვნელოვნად გაზრდის კომპანიის მიერ დილერებისთვის შეთავაზებულ სერვისებს. ეს კი ხელს შეუწყობს მეტი მომხმარებლის „ონლაინ“ გაყიდვებში ჩართვას.

„ეს არის ყველაზე დიდი წარმატება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის – Pulsar AI ხდება პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი წარმატებული გლობალური “Exit“ – ით. ისტორია დაიწერა – უმოკლეს დროში, „პულსარის“ ღირებულება უკვე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია და ქართული სტარტაპი, უკვე SpinCar-თან ერთად, განაგრძობს სვლას მილიარდიანი ღირებულებისკენ“.

Pulsar AI-ის ტექნოლოგიების ინტეგრირება მოხდება „სპინქარის“ პლატფორმაზე და მისი ყველა თანამშრომელი ტექნოლოგიის განვითარებას „სპინქარის“ გუნდთან ერთად გააგრძელებს.

„კომპანია „პულსარის“ მანქანური დასწავლის ინჟინრებმა, პროგრამისტებმა, მონაცემთა მეცნიერებმა, ლინგვისტებმა და მენეჯმენტის გუნდმა შექმნეს, დღესდღეობით, არსებული ერთ-ერთი მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია“, – ამბობს Devin Daly, „სპინქარის“ თანადამფუძნებელი და CEO –  „ძალიან გვიხარია მათი შემოერთება „სპინქარის ოჯახში, მოუთმენლად ველით გამოვიყენოთ „პულსარის“ ექსპერტიზა და ტექნოლოგიური სიახლეები უფრო უკეთესი ბიზნეს შედეგების მოსატანად ნებისმიერი ზომისა თუ ტიპის დილერებისთვის. აღნიშნული შენაძენი საშუალებას მოგვცემს, დავაჩქაროთ ჩვენი პლატფორმის გაფართოება ციფრული შესაძლებლობების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ეს კი ყველა შეხების წერტილში უფრო მიმზიდველს და პერსონალიზებულს გახდის მომხმარებლისთვის მანქანის „ონლაინ“ შეძენის პროცესს“.

Michael Quigle („სპინქარის“ თანადამფუძნებელი და Chief Strategy Officer) კი ამბობს, რომ „პულსარის“  შესყიდვა, ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიების მომავალ შენაძენებთან ერთად, საავტომობილო სივრცეში მათი ზრდის სტრატეგიის მთავარი კომპონენტია.

დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის საქართველოში ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყეს. 2019 წლიდან, გუნდს სოფო ჭყოიძე შეუერთდა და ერთად დააარსეს „პულსარი“, რომელმაც შექმნა მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია. კომპანიამ, 2019 წელს, „სილიკონის ველზე“ $1.2M ინვესტიცია მოიზიდა და „უმოკლეს დროში უკვე გახდა პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი წარმატებული გლობალური “Exit” – ით“. ამის შესახებ მაშინ დეტალურად გიამბეთ.

„პულსარმა“ Silicon Valley-ზე $1.2 მილიონიანი ინვესტიცია აიღო

„ქართველ – ამერიკელი ანტერპრენერი ჯორჯ არისონი აქტიურად უჭერდა მხარს კომპანიას და ეხმარებოდა გუნდს საავტომობილო ინდუსტრიის საცალო გაყიდვების სფეროში არსებული უნიკალური შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში.  „პულსარი“ ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან (GITA). კომპანიის ეს წარმატება არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისათვის“.

პულსარის“ Conversational AI-ის პლატფორმა ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით, როგორც იმეილის არხში, ისე sms-ით, აკავშირებს ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან. კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა – მყისიერი, რელევანტური პასუხის გაცემით, მუდმივი შემახსენებელი გზავნილებით ყოველ  შემოსულ „ონლაინ“ მოთხოვნაზე, ზრდის ეფექტურობის ხარისხს და უზოგავს დროს სადილეროების გაყიდვების გუნდს. ავტომატური კომუნიკაციის ფუნქციონალი შესაძლებელს ხდის პასუხი გაეცეს განუსაზღვრელი რაოდენობის  იმეილ თუ SMS არხში შემოსულ მომხმარებელთა მოთხოვნებს 24/7.

SpinCar-მა დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის სახელი ათასობით ავტო-დილერს შორის მსოფლიოს გარშემო. ჩვენ, ორივე კომპანია ვიზიარებთ საერთო იდეას, რომ ტექნოლოგიები ზრდის ოპერაციების ეფექტურობას, რაც მომხმარებელს უადვილებს დისტანციურ ყიდვა-გაყიდვის პროცესს“, – ამბობს დაჩი ჭოლაძე, „პულსარის“ თანადამფუძნებელი და CEO – „ინოვაციები, რომლებიც ჩვენ შევქმენით Conversational AI-ის მიმართულებით, აწესებს ახალ სტანდარტს, ზოგადად, დიალოგის ავტომატიზაციაში. „სპინქართან“ შეერთება შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო სწრაფად განვავითაროთ ჩვენი Conversational AI ტექნოლოგიები”. რაც შეეხება გლობალურ კომპანიას „სპინქარი“, ის ავტო დილერებს და საავტომობილო ინდუსტრიაში მოთამაშე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ციფრული გაყიდვების სფეროში. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, სადაც კლიენტი ციფრულ სივრცეში იგივე გამოცდილებას იღებს, რასაც შოურუმში ვიზიტის დროს.

სპინქარის“ მონაცემები და ციფრული ტექნოლოგია მთლიანად დაფუძნებულია კლიენტის ქცევაზე და ამიტომაც, ზუსტად ერგება ავტომობილის ყიდვის საუკეთესო გამოცდილებას.

„კომპანია „სპინქარის“ მონაცემების სიმრავლე და ტექნოლოგიური აპლიკაციების გაფართოება ეხმარება ათასობით სადილეროს გაზარდოს ეფექტურობა მომხმარებელთათვის უწყვეტი და მეტად პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით, შესაბამისად, დააკმაყოფილოს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნები. „პულსარის“ შესყიდვით, „სპინქარის“ ოფისები წარმოდგენილი იქნება ნიუ-იორკში, სან- ფრანცისკოში, თბილისში, მანჩესტერსა და ტორონტოში“. 

 

LIYA x JOANA SANZ – ქართული ბრენდისა და ესპანელი მოდელის კოლაბორაცია პარიზში

ყველაზე წუნია კაცის ამბავი! – ქართულ ბაზარზე ძალიან ახალი ცოცხალი ლუდი “ცივ-ცივი” გამოჩნდა