in ,

მსოფლიოში უდიდესი ბირთვული შერწყმის რაკეტის ძრავის მშენებლობა დაიწყო!

ეს იმას ნიშნავს, რომ კოსმოსში მოგზაურობისთვის საჭირო დრო განახევრდება. აი, მაგალითად სატურნისა და მისი მთვარეებისკენ გამგზავრებას 8-ის ნაცვლად, 2 წელი დასჭირდება… ამგვარად, ბირთვული შერწყმის ძრავის ტექნოლოგია კოსმოსური მოგზაურობების რევოლუციის პოტენციალს გვთავაზობს, სიჩქარისა თუ საწვავის გამოყენების თვალსაზრისით. 

M2
M2

შესაძლებლობები ძალიან ამაღელვებელი კია, მაგრამ რამდენად იმუშავებს? ამაში ყველა დარწმუნებული ნამდვილად არ არის — ტექნოლოგიას ფუნქციონირებისთვის ძალიან მაღალი ტემპერატურა და წნევა სჭირდება. თუმცა ადამიანები, რომლებსაც ამ იდეის სწამთ, ახლა ტექნოლოგიის სიცოცხლისუნარიანობის დამტკიცებას რაკეტისთვის ყველაზე დიდი შერწყმის ძრავის აგებით აპირებენ — გაერთიანებულ სამეფოში Pulsar Fusion-მა ეს საქმე უკვე დაიწყო კიდეც და დასრულებას 2027 წლისთვის გეგმავს.

ბუნებრივია, მზის რეპლიკაზე მუშაობა, რომელიც რაკეტაში იქნება მოთავსებული, არც ისეთი მარტივი ამბავია. ბირთვული შერწყმის ძრავის ცენტრში ძალიან ცხელი პლაზმაა მოქცეული, რომელიც, თავის მხრივ, ელექტრომაგნიტურ ველშია ჩაკეტილი. მეცნიერები კი სწორედ ახლა არკვევენ, როგორ უნდა გააკეთონ ეს უსაფრთხო გზებით:

სირთულე იმის გაგებაში მდგომარეობს, თუ როგორ მოვაქციოთ სუპერ ცხელი პლაზმა ელექტრომაგნიტურ ველში. იგი ამინდის სისტემის მსგავსად იქცევა იმ კუთხით, რომ წარმოუდგენლად რთულია წინასწარ პროგნოზირება ჩვეულებრივი ტექნიკების გამოყენებით, — აცხადებს ჯეიმს ლამბერტი, Pulsar Fusion-დან.

თუმცა, როგორც ამბობენ, მანქანური სწავლება ამ პროცესს ცოტათი გააადვილებს. Pulsar Fusion Princeton Satellite Systems-თან თანამშრომლობს, რათა სუპერკომპიუტერის ალგორითმები პლაზმის ქცევის უკეთესი პროგნოზისთვის გამოიყენოს და იპოვოს გზები, თუ როგორ გააკონტროლოს იგი… ხოლო თუ მეცნიერები ყველაფრის ისე გაკეთებას მოახერხებენ, როგორც დაგეგმილი აქვთ, სპეციალურ სივრცეში რამდენიმე ასეული მილიონი გრადუსი ტემპერატურის ჩაკეტვას შეძლებენ და ასე მას მზეზე უფრო ცხელსაც კი გახდიან. მსგავსად, რაკეტის სიჩქარემ, შესაძლოა, საათში 804 672 კილომეტრს მიაღწიოს. 

პლანეტებს შორის უფრო მოკლე მოგზაურობის გარდა, ბირთვული შერწყმა თითქმის უსასრულო, სუფთა ენერგიის მიწოდებასაც გვპირდება დედამიწაზე. თუმცა მეცნიერები მის დემონსტრირებას ჯერ კოსმოსში აპირებენ, სადაც ატმოსფეროს ნაკლებობა თუ ძალიან ცივი ტემპერატურა რეაქციებს მეტად უწყობს ხელს…

STEP DESIGN 2023 — IT აკადემია STEP-ის ტრადიციული გამოფენა გრაფიკულ დიზაინში

ბათუმში, ანბანის კოშკთან მასშტაბური Batumi Festival მიმდინარეობს