in

„პულსარმა“ Silicon Valley-ზე $1.2 მილიონიანი ინვესტიცია აიღო

ქართულმა სტარტაპმა „პულსარი“, Silicon Valley-ის ვენჩურული ფონდებისა და კერძო ინვესტორებისგან, $1.2 მილიონიანი ინვესტიცია მიიღო. ახლა, აშშ-ის ბაზარზე, მათივე შექმნილი დიალოგის ავტომატიზაციის ტექნოლოგია უნდა დანერგონ და სხვადასხვა ინდუსტრიაში, ადგილობრივ მოთამაშეებს გაუწიონ კონკურენცია.

bog
bog-mob
Pulsar-ის გუნდი

„ეს არის ყველაზე დიდი წარმატება ქართული სტარტაპების სფეროში. Pulsar პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც „სილიკონის ველზე“ შეძლო მსგავსი ინვესტიციის მოზიდვა – $1.2 მილიონიანი ინვესტიცია აიღო. ამ საინვესტიციო რაუნდის შედეგად, ისეთი ინვესტორები გვყავს, როგორებიცაა: Ridge Ventures, 122West VC, Great Oaks VC, ამერიკაში ცნობილი პოლიტიკური კონსულტანტი მაიკ მერფი, Great Oaks VC, Ten Eighty Capital და ა. შ.“,-ამბობს სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი დაჩი ჭოლაძე.

Pulsar-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დაჩი ჭოლაძე

პულსარი“ მან, 2016 წლის ბოლოს, ზაალ გაჩეჩილაძესთან ერთად შექმნა, საქართველოში. დღეს კი კომპანიის დამფუძნებლებს შორის, ასევე, არიან ჯორჯ არისონი და სოფო ჭყოიძე. კომპანია დაარსების მომენტიდან, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. თავდაპირველად, კომპანიებისთვის, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამულ გადაწყვეტილებებს ქმნიდა. 2018 წლიდან კი ბიზნესის SaaS(Software as a Service) მოდელზე გადავიდა, ანუ კლიენტებისთვის არსებული პროგრამული გადაწყვეტილებების სერვისად მიწოდების მოდელზე. ამან საშუალება მისცა კომპანიას, კონცენტრაცია მოეხდინა კვლევასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე გლობალური ბაზრისთვის.

M: როგორ მიიღო კომპანიამ Silicon Valley-ის დაფინანსება? 

სოფო ჭყოიძე: Pulsar, პირველი დღიდან, ფოკუსირებული იყო კვლევასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე. ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის ისეთი ტექნოლოგიების შექმნა გახლდათ, რომელიც ჯერ გადაუჭრელ პრობლემებს აგვარებდა. შედეგად, კომპანიაში დაგროვდა ცოდნა, გამოცდილება და ჩამოყალიბდა ხედვა, რომელმაც საშუალება მისცა გუნდს, ისეთ ტექნოლოგიებზე ემუშავა, ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე რომ კონკურენტუნარიანი იქნებოდა. ამან განაპირობა იმ ტექნოლოგიების შექმნა, რაც დღესდღეობით ტექნოლოგიურად მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ბაზარზე არის კონკურენტუნარიანი. 2018 წლის დასაწყისში, დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ გაიცნეს ჯორჯ არისონი, კომპანია “Shift”-ის დამფუძნებელი, რომელიც ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთი წამყვანი „ონლაინ“ პლატფორმაა ამერიკაში და რომელსაც თავის მხრივ $300 მილიონზე ინვესტიცია აქვს უკვე მოზიდული. ამ შეხვედრამ წარმოშვა სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობა, რაც 2019 წლის დასაწყისში რეალურად განხორციელდა.

Pulsar-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯორჯ არისონი 

M: რას ნიშნავს კომპანიისთვის ეს დაფინანსება?  

დაჩი ჭოლაძე: პირველ რიგში, ეს დაფინანსება ზოგადად ქართული სტარტაპ გარემოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მიღწევა, რაც მომავალში ძალიან დაეხმარება სხვა ქართულ კომპანიებს, მეტი იცნობდნენ მათ Sillicon Valley-ზე და ქონდეთ წვდომა იგივე ტიპის ინვესტიციებზე, რაც „პულსარმა“ მიიღო.

Pulsar-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაალ გაჩეჩილაძე

ზაალ გაჩეჩილაძე: თავად კომპანიისთვის, ეს ინვესტიცია უზრუნველყოფს იმ პერიოდის დაფინანსებას, რა პერიოდშიც თავისი როდუქტი უნდა დახვეწოს და შემდგომი მასშტაბირებისთვის მოამზადოს. შესაბამისად, ინვესტიცია მოხმარდება ტექნოლოგიისა და პროდუქტის შემდგომ განვითარებას და დახვეწას, „პულსარის“ გუნდის ზრდას და ამერიკის ბაზარზე ბიზნეს ოპერაციების გამართვას. კომპანიას, თბილისის ოფისის გარდა, უკვე დაემატა სან ფრანცისკოს ოფისი, სადაც Pulsar-ის ბიზნეს გუნდი მუშაობს კომპანიის CEO-ს დაჩი ჭოლაძის ხელმძღვანელობით. ერთ-ერთი აღსანიშნავი კადრი, რომელიც გუნდს შეუერთდა, როგორც VP of Sales, არის Chris Gugliotta. მას SaaS გაყიდვების 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ამერიკის ბაზარზე.

კომპანია FACEBOOK-ს ახალი ლოგო აქვს

რისი თქმა სურს შენთვის ქალაქს?