პირადი ტრანსპორტის იდეა, რა თქმა უნდა, ახალი არ არის.. ჩვენ ხომ უკვე ვნახეთ, Uber-ის ტრანსპორტი და მფრინავი ტაქსები დუბაიში. 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Embraer-მა ახალი კონცეპტ-ტრანსპორტი “Pulse Concept” გამოუშვა. ამ მოდელით მან მოგვცა მაგალითი, თუ როგორ ხედავს კომპანია 50 წელში ჩვენს მგზავრობას.
“The Pulse Concept-ის” ინსპირაციის წყარო პირველი კოცნეპტ-მანქანა, 1938 წელს შექმნილი Buick Y-Job-ია.

ამ მანქანის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას ისევე შეუძლია მიწაზე სიარული, როგორც – ჰაერში გაფრენა. იგი იმდენადაა მიწაზე სავალი საშუალება, რამდენადაც საჰაერო ტრანსპორტი. ავტომობილის მინის სალონი ერთგვარ მინის კაფსულას წარმოადგენს, რომელსაც უკანა ნაწილის მიმაგრების შემთხვევაში გაფრენა შეუძლია. მისი შიდა დიზაინი მართლაც ფუტურისტულია, თუმცა, 50 წელიწადში ეს ტრანსპორტი მართლაც შეიძლება, რეალობად იქცეს.

















