in

PUMA-სა და AC Milan-ის კიდევ ერთი კოლაბორაცია 

PUMA-მ საფეხბურთო კლუბ A.C. Milan-ს 2019/20 სეზონისთვის საშინაო ფორმა შეუკერა. სპორტული სამოსის ბრენდმა, გუნდის ტრადიცია არ დაარღვია და ახალი მოდელები წითლისა და შავის კომბინაციით შექმნა.

AC Milan-ის ფეხბურთელები, ახალ ფორმას, Seria A-ს 2019/2020 სეზონის პირველსავე მატჩზე ჩაიცვამენ. PUMA-ს ახალი კოლექციის ინსპირაცია კლუბის 1960-იანი წლების უნიფორმა გახდა.

საფეხბურთო კლუბისთვის, წითელი და შავი ზოლები, ტრადიციულად, იტალიისა თუ ევროპის ჩემპიონატებზე გამარჯვებასთან ასოცირდება – AC Milan-ის ფეხბურთელებს, ათწლეულებია, საშინაო თუ გასვლით მატჩებზე, ამ ფერებში გაწყობილი ფორმა აცვიათ.

“ეკრანული დაბინძურება” – კამპანია მხედველობის პრობლემების წინააღმდეგ

ლექსი, პროზა და არაკი ლუდ “კაიაკის” რეკლამაში