75 წლის მანძილზე პუმა პოზიციონირდებოდა როგორც ბრენდი, რომელიც თვითგამოხატვისკენ მოუწოდებდა ყველას, ახლა კი Go Wild-ის კამპანიით მომხმარებლებს საკუთარი თავის სპორტით გამოხატვას სთავაზობს. ეუბნება, რომ გამბედავები იყვნენ, აჩვენონ რეალური სახე და გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. კამპანიაც იმ ქიმიურ ნივთიერებებს ეხება, რომლებიც ჩვენს სხეულში ფიზიკური აქტივობის დროს გამოიყოფა, თუმცა, სიუჟეტი მეტად თამამი სიმღერის ფონზე წარმოგვიდგინეს:
„ბრენდის კამპანია სპორტის ახალ ხედვას წარმოადგენს და ახალ თავს ასახავს პუმასთვის, ახალგაზრდა თაობის მოლოდინებსაც შეეფერება და PUMA-ს ისტორიაშია ფესვგადგმული. სოციალური მედიისა და მიმების კულტურაში გვინდა პროფესიონალები და ჩვეულებრივი სპორტსმენები შთავაგონოთ, ჩაიხედონ საკუთარ თავში თავიანთი სიდიადის საპოვნელად და ჰქონდეთ გამბედაობა, გამოავლინონ იგი“, — ამბობს რიჩარდ ტეისიერი, ვიცე-პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ ეს ბრენდის ყველაზე დიდი მარკეტინგული ინვესტიციაა: 2024 წელთან შედარებით, მარკეტინგული ინვესტიციები 40%-ით გაზარდეს…
Puma-ს კამპანიაზე Adam&EveDBB-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.