in

გოგონების რეალობა სოციალური მედიის ეპოქაში — Puma-ს ახალი კამპანია

Puma-ს ახალ კამპანიაში, რომელიც სოციალური მედიის ეპოქაში გოგოდ ყოფნის რეალობას ასახავს მუსიკოსები, Le Juiice, Amaria BB, Bellah და Sha Simone მონაწილეობენ. მოკლემეტრაჟიან ვიდეორგოლში ახალგაზრდა ქალების ჯგუფია წარმოდგენილი, რომლებიც ცეკვავენ და მღერიან, მთავარი აქცენტი კი თავად ბრენდის სამოსზე კეთდება.

“Here. We Can Be” კამპანიის შექმნაზე The Elephant Room-მა იზრუნა და გარდა ვიდეორგოლისა, ის მეტად ინტერაქციული სახითაც დაუკავშირდება საზოგადოებას. უფრო კონკრეტულად, ლონდონსა და პარიზში გაიმართება „აუდიციის წვეულება“ — გოგონები და არაბინარული გენდერის წარმომადგენლები სწორედ აქ შეძლებენ მუსიკოსებთან საერთო სივრცის გაზიარებას, მათთან ერთად სიმღერას და საკუთარ გამოცდილებაზე საუბარს.

„იმისათვის, რომ გაეგოთ, რა ხდებოდა ახალგაზრდა ქალების ცხოვრებაში, ბრენდმა შესაბამისი კვლევაც ჩაატარა და დარწმუნდა ამ „ხმების რეალურობაში“. ჩვენი არტისტები საოცარი მაგალითი არიან იმისა, რომ უბრალოდ ნამდვილები უნდა ვიყოთ იმაში, რასაც ვაკეთებთ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიაა, რომელზეც გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ვიმუშაოთ“, — ამბობს შანი მირსი, The Elephant Room-ის თანადამფუძნებელი.

ნინა ტეილორმა, The Elephant Room-ის კრეატიულმა დირექტორმა, დასძინა: „მოზარდი გოგოს ყოველდღიური რეალობა ახლა უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე, დაუნდობელი ზეწოლით, რომ გამოჩნდე ან იმოქმედო გარკვეული გზით. “Here. We Can Be” კამპანია ახალგაზრდა ქალებს პლატფორმას და სივრცეს აძლევს, გამოხატონ საკუთარი თავი, ვინც არ უნდა იყვნენ, სადაც არ უნდა იყვნენ“. 

Porsche Taycan-ის უნიკალური რეკორდი ნიურბურგრინგზე

2025 წელს Audi-ს Q9 SUV გამოვა