in

Puma ჰაილენდერების მხარდასაჭერად – სპორტული ბრენდი თავგადასავლების ფესტივალის პარტნიორია

HIGHLANDER Georgia უკვე მეორე წელია თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს. ეს არის ერთგვარი საერთაშორისო ტურისტული ფესტივალი, რომელსაც ყოველწლიური სახე აქვს და აქ ერთიანდებიან როგორც პროფესიონალი მოლაშქრეები, ისე ადამიანები, რომლებსაც უყვართ ბუნებაში სიარული, ახალი ადგილების დალაშქვრა, მთები, კემპინგი და მძაფრი შთაბეჭდილებების შექმნა. 

წელს HIGHLANDER Georgia-ს ტური 20-22 ივლისს სვანეთში იგეგმება. პროექტის ორგანიზატორები ჰაილენდერებს მრავალ საინტერესოს ჰპირდებიან. პირველ რიგში, ეს არის თავად სვანეთის ულამაზესი ადგილების აღმოჩენა, მისი უნიკალური კულტურის გაცნობა და ახალი მეგობრების პოვნა. 

ამ პროექტის ფარგლებში HIGHLANDER Georgia-ს პარტნიორობას უწევს ცნობილი სპორტული ბრენდი PUMA. ბრენდისთვის მსგავსი ტიპის აქტივობების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას, როგორც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზატორს, აინტერესებს მსგავსი ღონისძიებები და სურს, რომ საქართველოში აქტიური ცხოვრების წესი დაინერგოს. 

Puma Georgia-სა და ჰაილენდერების გაერთიანებაზე უფრო ვრცლად ინგა ლეკიაშვილი, თიჯიელ ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი გვესაუბრება.

M: ინგა, სანამ უშუალოდ Puma-ს მიზნებზე გადავალთ, გვითხარით, რას ფიქრობთ ჰაილენდერ ჯორჯიაზე, როგორც პროექტზე?

საერთაშორისო სპორტული პროექტების დანერგვა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. ჰაილენდერი სათავგადასავლო სპორტის მიმართულებით უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სპორტის ამ სახეობის განვითარებაში და, შესაბამისად, Puma-სთვისაც ღირებული პარტნიორი ხდება. საქართველოს ბუნება და გარემო გვაძლევს იმის უდიდეს შესაძლებლობას, რომ განვავითაროთ სათავგადასავლო მიმართულება, აღმოვაჩინოთ დამწყები მოლაშქრეები და ვაჩვენოთ მათ, რომ ლაშქრობა სასიამოვნო და საინტერესოა. ის გვაძლევს შესაძლებლობას, აღმოვაჩინოთ საქართველო და სხვა კუთხიდან შევხედოთ მას. HIGHLANDER საქართველო კი სათავგადასავლო ტურიზმის ენთუზიასტებს აერთიანებს და მაქსიმალურს აკეთებს მისი განვითარებისთვის. 

M: სად იკვეთება Puma-სა და ჰაილენდერის ღირებულებები?

პუმასთვის მნიშვნელოვანია სათავგადასავლოს სპორტის მხარდაჭერა და ამისთვის 2022 წლის სექტემბერში გამოუშვა ახალი ხაზი, SEASONS, რომელიც განკუთვნილია მოლაშქრეებისთვის და მრავალმხრივი გარე აქტივობისთვის.

კოლექცია ისეთი ტექნოლოგიებითა და მასალებითაა შექმნილი, რომ ის არის წყალგაუმტარი და არეგულირებს ჰაერის სწორ გამტარობას. კოლექცია მზად არის სხვადასხვა ამინდის პირობებთან გასამკლავებლად და ამავე დროს კომფორტული და მაღალი ხარისხის არის. 

M: რა ტექნოლოგია უზრუნველყოფს კოლექციის ასეთ სტრუქტურას?

მასში გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგიები, როგორებიც არის: stormCELL, rainCELL, dryCELL და warmCELL. 

კოლექციის stormCELL და rainCELL მოდელები, დამზადებულია Sympatex-ით,  სამფენიანი წყალგაუმტარი, ქარგაუმტარი და სუნთქვადი ტექსტილით. ნაკერებით დალუქული გარსი აღჭურვილია დიდი ზომის რეგულირებადი ქუდით, ორმხრივი ელვით, რომელიც დაგეხმარებათ სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში. 

სპორტული ფეხსაცმელი FAST-TRAC NITRO GTX განკუთვნილია რთული ამინდის პირობებისთვის, რადგან არის წყალგაუმტარი GORE-TEX ტექნოლოგია, ხოლო გამძლე რეზინის PUMAGRIP ATR ძირი უზრუნველყოფს საიმედო მოჭიდების შესაძლებლობას არაერთგვაროვან რელიეფზე, ქაფოვანი NITRO-ს მასალა კი ხელს უწყობს ულტრა ამორტიზაციას. 

ეს ყველაფერი ეხმარება აქტიური ცხოვრების რიტმით მცხოვრებ ადამიანებს, რომ ნებისმიერ გარემო პირობებში თავი მოხერხებულად იგრძნონ და, რაც მთავარია, ხარისხიანად იყვნენ აღჭურვილები.

M: სამომავლოდ კიდევ უნდა ველოდოთ თუ არა Puma-ს მხარდაჭერას მსგავსი ტიპის პროექტებში?

Puma მუდმივად ცდილობს სპორტის მრავალმხრივი სახეობების მხარდაჭერას საქართველოში და მაქსიმალურად ერთვება სხვადასხვა ტიპის აქტივობებში, ამიტომ მომავალშიც აუცილებლად გვიხილავთ მხარდამჭერის სტატუსით.

[R]

3 გზა ხელმძღვანელებისთვის პრეზენტაციების უკეთ წარსადგენად

Google-ის თქმით, მათი საიდუმლო AI იარაღი ChatGPT-ს აჯობებს!