in

PUMA კალათბურთის „დიდ სცენაზე“ ბრუნდება – ბრენდის ახალი სტრატეგია

PUMA, ახალი სტრატეგიით, კალათბურთის საერთაშორისო ბაზარზე დაბრუნებას აპირებს. როგორც ექსპერტები ამბობენ, კომპანიამ სწორი დრო შეარჩია ასეთი  განაცხადის გასაკეთებლად და სპორტის ამ სახეობაში კონკურენტუნარიან ბრენდად წარმოსაჩენად.

NBA- ვარსკვლავი DeMarcus Cousins. Photo Credit: Lachlan Cunningham/Getty Images

რაც შეეხება მონაცემებს, ამერიკული მედიის ცნობით, ბოლო პერიოდში, PUMA-ს გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ში კი საერთოდ გაორმაგდა. Cowen Equity Research-ის ექსპერტები თვლიან, რომ ბრენდის ასეთი წარმატება ბოლო ორი მოდელის, Clyde Court-სა და Uproar Charlotte-ის დამსახურებაა.

ამ პირობებშიც კი, PUMA-ს ძალიან დიდი გზის გავლა მოუწევს. NPD-ის წარმომადგენლის, მეთ პოუელის ინფორმაციით, ამჟამად, ბრენდს, კალათბურთის ბაზრის მხოლოდ 1% უკავია.

მოდელი: Clyde Court, Photo Credit: stockx.com

ამ სეგმენტის ხელახლა ათვისება კომპანიამ 2018 წელს დაიწყო, როცა NBA-ს ორ მოთამაშესთან [Deandre Ayton, DeMarcus Cousins] გააფორმა კონტრაქტი. გარდა ამისა, ძველი დიდების დასაბრუნებლად, ბრენდმა სამუდამო ხელშეკრულება დადო NBA-ს ვარსკვლავთან [Walt “Clyde” Frazier], რომელიც, სხვათა შორის, 1970-იან წლებში ბრენდის პირველი სახე იყო.

1970-იან წლებამდე, კალათბურთელთა უმეტესობას Converse-სა და Adidas-ის სპორტლი ფეხსაცმელი ეცვა, რომლებსაც, სხავათაშორის, Puma-ს დამფუძნებლის რუდოლფ დასლერის ძმა, ადოლფ დასლერი ქმნიდა. თუმცა, ვითარება მალე შეიცვალა და როცა უოლტ ფრაიზერმა, სათამაშო მოედანზე თუ რეალურ ცხოვრებაში Puma-ს ბოტასები მოირგო, ბრენდმა „კალათბურთის ფეხსაცმლის“ მწარმოებლის სტატუსი დაიმსახურა და ამ ტიტულს 10 წლის  განმავლობაში ინარჩუნებდა. შემდეგ კი დადგა 1980-იანი წლები და NBA-ს ახალმა ვარსკვლავმა მაიკლ ჯორდანმა Nike-თან გააფორმა ხელშეკრულება. კალათბურთელის პოპულარობასთან ერთად, ამერიკული ბრენდის პოპულარობაც იზრდებოდა.

მოდელი: Uproar Charlotte/Photo Credit: solecollector.com

ასე დარჩა Puma „მოედანს“ მიღმა. მართალია, უკან დასაბრუნებლად, ბრენდს, დაახლოებით, 40 წელი დასჭირდა, მაგრამ, ექსპერტები თვლიან, რომ ეს მაინც მოახერხა.

„Puma-ს შემოსავალი, 2018 წელს, $5.2 მილიარდი იყო, 2019 წელს კი მისი გაყიდვების რაოდენობა, კიდევ 15.3%-ით გაიზარდა“.

“ჩემი ნამუშევრები ყველაზე კარგად მახსენებენ, როდის რას ვგრძნობდი, როდის რა გადამხდა და როდის რა მინდოდა..” – ლიზი ბუდაღაშვილის შემოქმედება

მექსიკაში ფრიდა კალოს ერთადერთი აუდიო ჩანაწერი იპოვეს