12
Dec
2018

ბოტასი, როგორც მოწყობილობა – Puma-ს განახლებული პროდუქტი

12 Dec 2018

veon
veon


სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდმა “პუმა” გადაწყვიტა 2018 წელს განაახლოს 1986 წელს გამოშვებული ბოტასი “RS-computer”. რითი არის ეს ბოტასი განსაკუთრებული? მას აქვს ქუსლის ნაწილში ჩამონტაჟებული ჩიპი, რომლითაც შესაძლებელია დროის, მანძილის და ნაბიჯების დათვლა.

ბრენდმა აღნიშნულ პროდუქტს დაამატა სხვა ფუნქციებიც, კერძოდ კი, მასზე შესაძლებელია USB კაბელის შეერთება, ბლუთუზით დაკავშირება, ასევე, მას აქვს მოწყობილობა, რომელიც სიჩქარეს ზომავს. თავდაპირველად, პროდუქტი ბერლინში, ტოკიოსა და ლონდონში, უშუალოდ ბრენდის მაღაზიებში გაიყიდება. იგი ბაზარზე 13 დეკემბერს გამოვა.

განხილვა