in

Puma „სმარტ“ საათს უშვებს

სპორტული ბრენდის Puma-ს „სმარტ“ საათები უკვე მზადაა. კომპანიამ, ახალი პროდუქცია, ამერიკულ Fossil Group-თან ერთად შექმნა. გაჯეტი Snapdragon Wear 3100 პროცესორის ბაზაზე და Google Android-ის ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს.

BOG
BOG

მოწყობილობას 512MB ოპერატიული მეხსიერება და 4GB სივრცე აქვს, სხვა მონაცემებისთვის. გარდა ამისა, ჩაშენებულია უკონტაქტო გადახდების სისტემა, Google Assistan და სავარჯიშო პროგრამები. „სმარტ“ საათი სამი სხვადასხვა ფერის : თეთრი, შავი და ყვითელია.

 

CNBC-ის ინფორმაციით, ახალი გაჯეტი 2019 წლის ნოემბრიდან გაიყიდება და $275 ეღირება.

 

Photo Credits: Internet Resources 

რა არის TikTok და რატომ უნდა დაინტერესდნენ მისით მარკეტერები

Carrefour, სასწავლო სეზონს, დაგროვების პროგრამით იწყებს