5
Jul
2018

„პუმას“ ახალი კოლექცია! ინსპირაციის წყარო – 1990-იანების „გეიმერები“

5 Jul 2018

veon
veon


1990-იანი წლები, წელს, ბევრი დიზაინერისთვის აღმოჩნდა ინსპირაციის წყარო. 30-25 წლის წინანდელი მოდა დაბრუნდა – იგივე სტილის დეკორაციები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი.

გამონაკლისი არც Puma აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ ბოტასების ახალი კოლექცია წარადგინა. ბრენდის ხელმძღვანელობის თქმით, მათი დიზაინერების შთაგონების წყარო 1990-იანი წლები და ამ პერიოდის კომპიუტერული თამაშების მოყვარული, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან.

„პუმამ“ რეტრო კოლექციას „RS-0“ უწოდა, რომელიც, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე იყიდება. მისი შეძენა ბრენდის მაღაზიებსა და სხვადასხვა „ონლაინ“ პლატფორმაზეა შესაძლებელი. ფასი $100-დან იწყება.

„RS-0“ მომხმარებელს ბოტასების ფართო არჩევანს სთავაზობს, თუმცა, კოლექციის „ჰაილაითი“ სამ ფერში (ლურჯი, ყვითელი, წითელი) გაწყობილი თეთრი მოდელია.

წყარო: www.designtaxi.com

განხილვა