ბოლო ათწლეულში თავისი პირველი გლობალური კამპანიით PUMA ყურადღების ცენტრში მოექცა. Forever. Faster. – See The Game Like We Do-ს სპორტული ტანსაცმელების გიგანტმა ყველაზე მეტი მარკეტინგული ინვესტიცია დაუთმო. ასე კი იმიტომ „გარისკეს“, რომ მიზნად ბაზარზე პოზიციების დაბრუნება დაისახეს, სურთ, გახდნენ ლიდერი სპორტული ტანსაცმელების ბრენდში.
კამპანია სიჩქარის კონცეფციის ირგვლივაა აგებული, რათა სპორტული ძალაუფლება ასახონ და ეს სიმბოლურად თავიანთი თილისმით წარმოგვიდგინონ. გზავნილის გასავრცელებლად კი მრავალ არხს მიმართავენ. ამასთან, კამპანია სავსე იქნება ვარსკვლავებით, რომლებიც ბრენდების ელჩების როლს ირგებენ, მათ შორისაა მრავალგზის ჩემპიონი მძლეოსნობაში მონდო დუნპლანტისი, მორბენალი კარსტენ უორჰოლმი, ფეხბურთის ლეგენდა ნეიმარი და WNBA-ს სუპერ ვარსკვლავი ბრეანა სტიუარტი.
„დუნპლანტისის, უორჰოლმის, ნეიმარისა და სტიუარტის მსგავსად, ვიცით, რომ სიჩქარე გამარჯვების გზას ხსნის ყველასთვის. PUMA კი იწვევს ყველა ადამიანს საკუთარი საზღვრების გარღვევისთვის, საუკეთესო ვერსიის აღმოჩენისა და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად გახდომისთვის. საშუალებას აძლევს მათ, დაინახონ თამაში ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვხედავთ: FOREVER. FASTER.“, — აცხადებს არნ ფროინთი, PUMA-ს CEO.
ეს კი მნიშვნელოვანი ცვლილებაა პუმასთვის, რომელიც ახალი ინიციატივით განახლებულ ფოკუსს გვაჩვენებს ბრენდის იდენტობაზე…