ბავშვები ის არსებები არიან, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას უზომო სიხარულს ანიჭებენ, ჩვენი თავის უკეთეს „მეს” აღმოგვაჩენინებენ ხოლმე და საკუთარ ბავშვობაშიც დაგვაბრუნებენ. მათ ჩვენს ცხოვრებაში სიკეთე და სიყვარული მოაქვთ და ამ დიადი საჩუქრებისთვის, რომლებსაც მათგან ვიღებთ, მადლობას ჩვენც ზრუნვით გამოვხატავთ.
ყოველთვის გვინდა, რომ ჩვენთვის ძვირფას ბავშვებს შევთავაზოთ საუკეთესო პროდუქტები. ყველა პატარა იმსახურებს მაღალ ხარისხსა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, რათა იყოს ჯანმრთელი, ლაღი და ბედნიერი.
Pupazzo-ს მაღაზია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან გვხვდება, სწორედ ასეთ მიზნებზეა ორიენტირებული და ცდილობს, ჩვენი პატარებისთვის შესაფერისი პროდუქტები შემოგვთავაზოს. სათამაშოები და ეტლები, რომლებსაც მაღაზიაში ვნახულობთ, ბრენდირებულია და უმაღლესი ხარისხის მასალისგანაა დამზადებული. ისინი ეკომეგობრულია და ბრენდიც ცდილობს, მეტი პოპულარიზაცია გაუწიოს ეკო-სათამაშოებს.
სათამაშოების გარდა, Pupazzo-ში საბავშვო ეტლებსაც შეიძენთ. ყველა მათგანი მსოფლიოში ცნობად ბრენდს წარმოადგენს, თუმცა ერთ-ერთი ბოლო პროექტია Mercedes Benz-ისა და გერმანული პრემიუმ ბრენდის Hartan -ს კოლაბორაციით შექმნილი ეტლები, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გახლავთ Pupazzo. თუ Mercedes-ის მოყვარული ბრძანდებით, მაშინ Avantgarde და AMG ეტლები თქვენთვის მიმზიდველი სიახლე იქნება. მით უმეტეს, რომ მას ოფიციალური დილერი გვთავაზობს.
Pupazzo-სა და მისი მიმდინარე სიახლეების შესახებ თავად დამფუძნებელი, ნინო კობახიძე გაგვესაუბრა:
M: როგორ დაარსდა ბრენდი და რა ტიპის პროდუქციას სთავაზობს ის მომხმარებელს?
„პუპაცოს“ პირველი მაღაზია 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა და ეს იყო წარმოუდგენელი თავგადასავალი. ჩვენი დიდი სურვილი იყო, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული, ხარისხიანი პროდუქცია ქართველი ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. „პუპაცოში“ წარმოდგენილია ყველა ასაკობრივი კატეგორიის განმავითარებელი, 100%-ით უსაფრთხო, ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული სათამაშოები, რადგან მხარს ვუჭერთ ბავშვების ჯანსაღ განვითარებას. ჩვენი პროდუქციის ხარისხმა, ინოვაციებმა და დინამიზმმა მოგვცა საშუალება, ყოველწლიურად გავიზარდოთ. ძალიან ვამაყობ ჩვენი გუნდის მიღწევებით.
M: რა მოსწონს მომხმარებელს ყველაზე მეტად თქვენ მიერ შეთავაზებულ პროდუქტებში?
ბავშვის უსაფრთხოება მშობლის მთავარი საზრუნავია და ასევე გამოწვევაც. სათამაშოს ბავშვის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს, მასთან დიდ დროს ატარებს და ხშირად ეხება. შესაბამისად, გავლენას ახდენს როგორც ბავშვის ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობაზე. მშობლების ახალი თაობა და ბებია-ბაბუებიც კი მგრძნობიარენი არიან სათამაშოების ხარისხის მიმართ, რომლებსაც შვილებს/შვილიშვილებს სთავაზობენ. ჩვენი მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ეკოლოგიურად სუფთა ბრენდებს. მათთვის პრიორიტეტია ხარისხიანი პროდუქცია, ბავშვების ჯანმრთელობა და მათი მენტალური თუ ფიზიკური განვითარება.
M: პროდუქციის ხარისხზეც ვისაუბროთ – რომელი ბრენდებია წარმოდგენილი და რა განაპირობებს სათამაშოების მაღალ ხარისხს?
პუპაცოში წარმოდგენილია საბავშვო პროდუქციის მწარმოებელი მსოფლიო პრემიუმ ბრენდები: Hape, Baby Einstein, Arias, Hartan, Fehn, LÄSSIG, Poly M, Beleduc, Pupabe. მაგ. Hape მსოფლიოში მდგრადი მასალებისგან დამზადებული სათამაშოების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.
პუპაცოში ყველა პროდუქტი აკმაყოფილებს და უფრო ხშირად, აღემატება ხარისხისა და უსაფრთხოების უმკაცრეს საერთაშორისო სტანდარტებს. თითოეული პროდუქტი შექმნილია ბავშვის უნარების გასაუმჯობესებლად. ბუნებრივი მასალების (ხე,ბამბუკი,ბრინჯი, ორგანული ბამბა,მცენარეული პლასტმასი,თექა), წყალზე დამზადებული საღებავების, მკაცრი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისიწინებით. ჩვენი სათამაშოები მოსწონთ ბავშვებს და, რა თქმა უნდა, მშობლების დიდი ნდობით სარგებლობს.
ხის სათამაშოები და მდგრადი მასალები ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის, ჩვენი პლანეტის შენარჩუნების აუცილებლობას ემსახურება. ორგანული სათამაშოები არ აბინძურებს გარემოს, ის თაობიდან თაობას გადაეცემა.
M: ბოლო პროექტის შესახებ გვიამბეთ – Mercedes Benz-ის და გერმანული პრემიუმ ბრენდის Hartan -ს კოლაბორაციით შექმნილ ეტლებზე, როდიდან შემოვიდა ეს პროდუქცია თქვენთან და როგორ გახდით მისი ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში?
Hartan-ისა და Mercedes-Benz-ის თანამშრომლობა 2018 წლიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ Mercedes-Benz-მა სწორედ Hartan-ის კომპანია შეარჩია პირველი ლიცენზირებული Mercedes- Benz-ის ეტლის შესაქმნელად, რადგან Hartan ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან მწარმოებელთაგანია, მაღალი ხარისხის სეგმენტში, რომელიც აწარმოებს საკუთარ ეტლებს გერმანიაში და არა სხვადასხვა ქვეყანაში! ყოველწლიურად დავდივართ გერმანიის საერთაშორისო გამოფენებზე, სადაც ვეცნობით სიახლეებს. პანდემიამდე, ბოლო გამოფენაზე აღმოვაჩინეთ Hartan-ის ბრენდი. გავაცანით ჩვენი კომპანიის მიმართულება საქართველოში. გამოფენის შემდეგ მიგვიწვიეს კომპანიის საწარმოში, სადაც შევხვდით ჰარტანის გვარის მეოთხე თაობის წარმომადგენელს და ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ბატონ ფრენკ ჰარტანს, შევთანხმდით სამომავლო გეგმებზე, გავაფორმეთ ხელშეკრულება და დღემდე წარმატებით ვთანამშრომლობთ.
M: რა გამოარჩევს ამ ეტლებს სხვებისგან?
Hartan Mercedes-Benz-ის კოლექცია სპეციალური გამოშვებაა, რომელიც შეიქმნა Hartan-ის მიერ Mercedes-Benz-ის დიზაინის დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ინოვაციური, კომფორტული და საიმედო პროდუქტების გარანტია, არამედ დიზაინი ექსტრავაგანტულია და აღჭურვილია Mercedes-Benz-ის დიზაინის მახასიათებლებით. თუნდაც მაღალი ხარისხის ქსოვილები დამზადებულია “Dinamica” -სგან, ორიგინალი მასალისგან, როგორც Mercedes-Benz-ის ავტომობილებში.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, 2020 წლიდან გამოუშვეს AMG-ის ეტლების კოლექცია. გამოცდილი უსაფრთხოება და ინოვაციური მასალები შეესაბამება თანამედროვე, სპორტულ იერს. ელეგანტური 5-წახნაგიანი ბორბლები AMG დიზაინში, ტყავით დაფარული ტელესკოპური საჭე, სპორტული GTX სავარძელი, ეტლის გახსნა / დაკეცვის უხმო სისტემა, ამორტიზირება ოთხივე საბურავზე, უკანა სავალი რეგულირებადი სიმტკიცით (სპორტი ან კომფორტი), Solight Ecco რეზინის საბურავები საჰაერო კამერით, რომლის დაზიანება შეუძლებელია. ამასთან:
- თითოეული ეტლის ხელით აწყობა ხდება მათ საკუთარ ქარხანაში, გერმანიაში;
- ხარისხის კონტროლის მრავალეტაპიანი სისტემა;
- განმეორებითი ტესტირება მოდელის გაყიდვამდე;
- ხარისხიანი მასალების გამოყენება;
- უწყვეტი გაუმჯობესება და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება;
- ეტლის ყველა ელემენტის რეგულირება ერთი ხელის მოძრაობით;
- იდეალური მართვის სისტემა.
- დამტკიცებულია გერმანიის ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის (TUV- Thüringen) მიერ!
M: რა პერიოდულობით სთავაზობთ სიახლეებს მომხმარებლებს და ახლო მომავალში თუ არის დაგეგმილი?
ვცდილობთ, მომხმარებელთან ვიყოთ მუდმივ ინტერაქციაში, რომ მივიღოთ უკუკავშირი, რას ისურვებენ, რას ელოდებიან, შესაბამისად, იგეგმება სიახლეებიც. ამჯერად, ივლისის თვეში ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ უნიკალური შესაძლებლობით და მიიღონ განსაკუთრებული აქცია ეტლებზე, -35% ფასდაკლება. ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების სურვილებს და ინტერესებს, მათი კმაყოფილება ჩვენ გვაძლევს საშუალებას გავაფართოვოთ ასორტიმენტი და სხვა სიახლეებიც შევთავაზოთ. პუპაცოში მუდმივად ხდება არსებული ბრენდების კოლექციების განახლება წელიწადში რამდენჯერმე. ასევე რამდენიმე ევროპულ კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას.
[R]