საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა. პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ამის მიზეზად ფქვილზე ფასების ზრდას ასახელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.
პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის – მალხაზ დოლიძის თქმით, ზაფხულთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი 32%-ით გაძვირდა. დღეს მისი ფასი 47-50 ლარია.
გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით პურის შეფუთვა უნდა მოხდეს ქაღალდის პარკში, რაც ასევე აძვირებს პურის თვითღირებულებას. საბოლოო ჯამში, პურზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა”, – თქვა მალხაზ დოლიძემ.
პურის მწარმოებელ კომპანია „იფქლში“ ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან, „იფქლის“ დასახელების პურეული საქართველოს მაღაზიებში შეცვლილი ღირებულებით გაიყიდება და 10 თეთრით ძვირი ეღირება.