in

აბაშიძის #37-ში „გულიანმა მეზობელმა“ დაიდო ბინა

ვაკეში, აბაშიძის #37-ში ახალმა მეზობელმა დაიდო ბინა და მისთვის ჩვეულ, გულიანი გამასპინძლების ტრადიციას ამჯერადაც უერთგულა – სახაბაზო „პური გულიანი“, გამორჩეულად გემრიელი ადგილია თბილისში, რომელმაც დიდი ხანია, იპოვა გზა ჩვენს გულებამდე, ახალ მისამართზე, ტკბილეულით ხელდამშვენებული, თვითონ ესტუმრა ახალ მეზობლებს.

„ტრადიციით ნაკარნახევი ეს რიტუალი უკვე იქცა კეთილმეზობლობის საწყისად, რადგან სახაბაზოს გემრიელობების დაგემოვნების შემდეგ, რთულია, გაუძლო ცდუნებას და გულგრილად ჩაუარო „პური გულიანი Express“-ის ფერად გარემოს, საუზმის, ლანჩისა და გემრიელი შეხვედრების მასპინძლად რომ იქცევა მთელი სამეზობლოსთვის“. 

„პური გულიანი Express“-ის კონცეფცია პურ-ფუნთუშეულის, გულსართიანების, დესერტების, ყავისა და სწრაფი წასახემსებელი ხაზის გაძლიერებას, ადგილიდან გატანისა (Takeaway) და ადგილზე, – შინ, სამეზობლოში, მიტანის (Delivery) მომსახურების გაძლიერებას გულისხმობს.

„ყოველ დილით, აქ, ფინჯანი ყავით დაწყებული დღე, რომელიც გვიან ვახშმამდე, შინ, სახაბაზოს გულსართიანებით გაშლილ სუფრასთან გაგრძელდება, მუდამ შეგახსენებთ, რომ ახალი საიმედო მეზობელი გვერდით უნდა გეგულებოდეთ“.

 

[R]

„აჭარაბეთის“ ახალი საპატიო ელჩი ილია თოფურია გახდა

LIYA x JOANA SANZ – ქართული ბრენდისა და ესპანელი მოდელის კოლაბორაცია პარიზში