22
May
2019

„პური გულიანი“ – ქართული სახაბაზო და სხვა გემრიელი

22 May 2019

„პური გულიანი“ – ასე უწოდებდნენ ჩვენი წინაპრები ცომეულს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული შიგთავსით აცხობდნენ და ძვირფას ადამიანებს უმასპინძლდებოდნენ. სწორედ ასე ეწოდება ახალი კონცეფციის მქონე, ქართულ სახაბაზოსაც, რომელიც ზაარბრიუკენის მოედანზე, სასტუმრო “MOXY”-ს ეზოში გაიხსნა. “პური გულიანის” შესახებ მისი მარკეტინგის ხელმძღვანელი, მარიამ ბებიაშვილი საუბრობს:

M: ვის ეკუთვნის “პური გულიანის” დაარსების იდეა?
ახალი გასტრონომიული სივრცის შექმნის იდეა, ისევე, როგორც თავად ობიექტი ჯი-ემ-თი ჯგუფს ეკუთვნის. ჯი-ემ-თი ჯგუფი 1996 წელს დაარსდა და დღესდღეობით, ერთ-ერთ წამყვან საინვესტიციო კომპანიას წარმოადგენს. ჯი-ემ-თი ჯგუფს კერძო ამერიკელ ინვესტორებთან და ამერიკის სამთავრობო სააგენტო „ოპიკთან” ერთად უკვე განხორციელებული აქვს საქართველოში შემდეგი პროექტები: სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი”, “Moxy”, “ა” კლასის საოფისე ფართი ჯი-ემ-თი პლაზა, რძისა და წვენების მწარმოებელი კომპანია “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” და მთაწმინდის ყოფილი რესტორან “ფუნიკულიორის” აღდგენა – რეკონსტრუქცია, რომლის სახითაც თბილისს ძველი სიმბოლო დაუბრუნა.”
„პური გულიანი“-ს კონცეფციაზე ჯი-ემ-თი ჯგუფის დაკვეთით, კვების საკონსულტაციო ბიზნეს სააგენტო – „გასტრონავტმა“ იმუშავა. კონცეფციის მთავარი არსი, ქართული სახაბაზოს შექმნაა, რომელიც სპეციალურად შემუშავებულ ინტერიერში, მენიუსა და ბრენდინგში გაიშალა.

M: რატომ მაინც და მაინც “პური გულიანი”?

„პური გულიანი“ დადებითი ემოციური ფასეულობების მატარებელი ბრენდია. „გულიანი” – მთავარი ემოციური ელემენტია, რომელსაც ის ემყარება. ეს სიტყვა ერთდროულად ასახავს ქართული მასპინძლობის არსსა და ბრენდის დამოკიდებულებას სტუმრის მიმართ.

M: ძირითადად, რას მოიცავს “პური გულიანის” მენიუ?

ქართული ხორბლითა და საქართველოს რეგიონებში საგულდაგულოდ შეკრებილი სეზონური პროდუქტებით, ყოველდღიურად ვამზადებთ ნაცნობი კერძების განახლებულ ვარიაციებს, გულიან პურ-ფუნთუშეულსა და მადისაღმძვრელ დესერტებს, რომელთაც ახლადდაფქვილი არომატული ყავის გემო კიდევ უფრო პიკანტურსა და მიმზიდველს ხდის.

M: როგორ ფიქრობთ, რითია გამორჩეული “პური გულიანი” სხვა გასტრონომიული სივრცეებისგან?

პური გულიანი – თანამედროვე ქართული სახაბაზოა, გასტრონომიული გამოცდილების მაძიებელთა და ტრადიციის შექმნის მსურველთათვის.

სწორედ ტრადიციისა და სიახლის შერწყმის სურვილმა შთაგვაგონა შეგვექმნა საინტერესო, ატმოსფერული სივრცე, ნაცნობი ქართული გემოებითა და ევროპული ნოტებით.

ღია სამზარეულოსა და ინტერიერის დეტალების საშუალებით, აქ მოსულ ნებისმიერ სტუმარს შეეძლება, თავად გახდეს პროცესის მონაწილე. თბილი პურ-ფუნთუშეულის თავბრუდამხვევი სურნელი, ვისთვის ბავშვობაში დაბრუნება, ვისთვის კი ახალი გასტრონომიული გამოცდილებაა.

„პური გულიანის“ მენიუ აღმოჩენა იქნება, როგორც თბილისელებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისა და ტურისტებისთვის. ვფიქრობთ, პური გულიანი ერთნაირად კომფორტული სივრცეა საუზმის, სადილისა, თუ ვახშმისათვის. ამავდროულად, გურმანებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ ფინჯან ყავაზე, პურ-ფუნთუშეულსა და დესერტებზე „შემორბენა“.

[R]

განხილვა