in

„გადავარჩინოთ თათები“ — აი, როგორ ზრუნავს Purina ძაღლებზე

2023 წელი ყველაზე ცხელ პერიოდად დასახელდა კაცობრიობის ისტორიაში… ეს კი ზუსტად ის არის, რამაც Purina-ს ბრენდს ახალი კამპანიის წამოწყებისკენ უბიძგა. ისინი ადამიანებისა და ცხოველების უკეთეს თანაცხოვრებას ისახავენ მიზნად, შესაბამისად, გლობალური დათბობის გავლენას მხოლოდ ჩვენზე კი არა, შინაურ ცხოველებზეც ხედავენ. თუმცა ისიც იციან, რომ ეს უკანასკნელი ბევრისთვის შეუმჩნეველი რჩება და ზუსტად ამიტომ გადაწყვიტეს ზედაპირებზე QR კოდის მქონე ნიშნების განთავსება, რომლებზეც თათი ცეცხლის სიმბოლოშია ჩახატული. 

BOG

მთავარი აქ ვიზუალზე მეტად იდეაა — როცა ტემპერატურა 27 გრადუსზე დაბალია, პურინას ნიშანი ზედაპირზე თითქმის შეუმჩნეველია, თუმცა როცა კონკრეტული მაჩვენებელი იმატებს, საღებავი წითლდება და შინაური ცხოველების მეურვეებს აფრთხილებს, რომ მათთვის გასეირნება უსაფრთხო აღარ არის. როგორც უკვე გითხარით, ეს პოსტერები QR კოდებსაც მოიცავს, რათა ძაღლის პატრონები დარეგისტრირდნენ და შეტყობინებებიც მიიღონ ამინდის ცვალებადობის შესახებ. 

Purina-ს სწამს, რომ ადამიანები და ცხოველები ერთად უკეთ თანაცხოვრობენ. სეირნობისას უსაფრთხოების შეთავაზებით კი ჩვენ მათ სიჯანსაღესა და ბედნიერებაზე ვზრუნავთ, რაც დიდად სცილდება უბრალოდ ცხოველების კვების საკითხებს, — აცხადებს ჯულია ვალენტე, მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

ამგვარად, ბრენდი, რომელიც ცხოველების კვებაზე იყო ორიენტირებული, ახლა ნაბიჯებს მათი ცხოვრების ხარისხისა და ხანგრძლივობის გასაუმჯობესებლად დგამს. კამპანიას კი Salve as Patinhas უწოდეს, რაც, სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, თათების გადარჩენას ნიშნავს.

Purina-ს კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Publicis-მა იმუშავა.

როგორ გავხდეთ საუკეთესო მენეჯერი? — 3 რჩევა

აი, როგორ მუშაობს IT პროექტების მენეჯერი