მიჩნეულია, რომ წარმატებულმა ლიდერებმა თავად უნდა იპოვონ ყველა კითხვაზე პასუხი. იყო ჭკვიანი და სხვასაც აჩვენებდე ამას, თითქოს ლიდერის მთავარი მახასიათებელია. ტრადიციული გაგებით, სწორედ ის არის ყველაზე ჭკვიანი და ძლიერი ადამიანი ოთახში და ხშირად ხელმძღვანელობს ფულითა და ძალაუფლებით. დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში სხვანაირი ტიპის ლიდერია საჭირო. რეალურად, არავის შეუძლია ახლა იცოდეს ყველა პასუხი, ხოლო ყველაზე ადაპტირებადი ის კომპანიებია, რომლებიც გადაწყვეტილებას დეცენტრალიზებულად იღებენ.
იმ იდეით, რომ კომპანიის მიზანია არამხოლოდ ფულის შოვნა და მისი პოზიციების გამყარება, არამედ ავთენტურობასა და კავშირის ჩამოყალიბების უნარი, რასაც დღევანდელი თანამშრომლები ძალიან აფასებენ. შეიცვალა თავად სამუშაოს სპეციფიკა და მეტად შემოქმედებითი და ინოვაციური გახდა. ამდენად, დღევანდელი ლიდერისგან მოელიან სხვა ადამიანების ტალანტის გახსნისა და განვითარების უნარს. გიზიარებთ ფილოსოფიას, რომელიც თანამედროვე ლიდერისთვის მნიშვნელოვან პრინციპებზე გვესაუბრება.
მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი მიზანი
მაინც, რა კავშირშია ეს კომპანიის მიზანთან? თანამშრომელთა უდიდესი ნაწილის სამსახურებიდან წასვლამ გააჩინა აზრი იმის შესახებ, თუ რა დევს ბიზნესის საფუძველში. რა უნდა გავაკეთოთ, კორპორაციული წარმატებისთვის? დაისახეთ მიზნად, რომ კომპანიიდან წასვლის შემდეგ რაღაცებს უკეთეს მდგომარეობაში დატოვებთ, ვიდრე ჩაიბარეთ. ასევე, მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რა ამოძრავებთ ადამიანებს თქვენ გარშემო. შესაძლოა, ლიდერს ესმოდეს საკუთარი მიზნები, იცოდეს კომპანიის გეზის შესახებაც, თუმცა აზრად არ მოსდიოდეს, რა ამოძრავებთ თანამშრომლებს. ამ ცოდნის გარეშე კი ძალიან რთულია ერთობლივი ძალისხმევისთვის მიმართულების მიცემა.
მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი როლი
ლიდერის როლია შექმნას ენერგია და იმპულსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის რთულ მომენტებში გაკეთება, როდესაც ადამიანებს შთაგონება და იმედი სჭირდებათ. სამწუხაროდ, გარემოების არჩევა ყოველთვის არ შეგვიძლია, თუმცა ჩვენს ძალებშია ჩვენი აზროვნების სტილი. სწორედ ის განსაზღვრავს, იმედის, შთაგონებისა და ენერგიის წყარო იქნებით თუ იმედგაცრუების. ამიტომ, ბრძნულად გააკეთეთ არჩევანი. უფრო ფართო სპექტრში, თქვენი, როგორც ლიდერის როლი სხვებისთვის განვითარების პირობების შექმნაა, კომპანიის მიზნების მისაღწევად. დააფასეთ ადამიანები, პროცესზე მეტად, ინოვაციები – ეფექტიანობაზე მეტად, რაც ზრდამდე და განახლებამდე მიგყვანთ.
გაიაზრეთ, ვის/რას ემსახურებით
მიზანმიმართული ლიდერობის ფუნდამენტური ელემენტია ზუსტად გესმოდეთ, ვის ემსახურებით საკუთარი ზრდით. როგორც ლიდერი თქვენ ემსახურებით ადამიანებს, კოლეგებს, დირექტორთა საბჭოს. თქვენ ემსახურებით თქვენ გარშემომყოფებს და გესმით, რომ საჭიროა მათი მხარდაჭერა საერთო საქმის განვიტარებასთვის.
განიხილეთ ყველა მომხმარებლის როლში. რა მიდგომაც გაქვთ თანამშრომლების მიმართ, სერიოზულ გავლენას იქონიებს თქვენს მომსახურებაში. ესაა გაკვეთილი, რომელიც აუცილებლად უნდა აითვისოს ტოპ-მენეჯერმა. თვითცნობიერების ჯანსაღი დოზაა საჭირო, რათა ძალაუფლების, ცნობადობის, დიდებისა და ფულის მახეში არ გაებათ. სანამ დაილაპარაკებთ ან რაიმეს მოიმოქმედებთ, მკაფიოდ განსაზღვრეთ საკუთარი მოტივაცია.
იხელმძღვანელეთ ღირებულებებით
დიდწილად, ჩვენ ვთანხმდებით საკვანძო ღირებულებებზე: გულწრფელობა, პატივისცემა, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და თანაგრძნობა. ქაღალდზე დაწერილ ღირებულებებს ყველა კომპანიაში წააწყდებით. თუმცა, ისინი სრულიად უსარგებლოა მხოლოდ ფურცელზე. ღირებულებებით ხელმძღვანელობა მათ სწორ გაგებასა და გამოყენებას გულისხმობს. ლიდერის როლია იცხოვროს ამ ღირებულებებით და შთააგონებდეს მათ თანამშრომლებსაც, როგორც ბიზნესის ნაწილს.
იყავით ავთენტური
იყო საკუთარი თავი ურთულესი ამოცანაა, თუმცა მაინც გირჩევთ, იყავით მოწყვლადი, ავთენტური. ეს ნიშნავს იყოთ ნამდვილი და არაფერი გადაგქონდეთ თანამშრომლებზე. ლიდერისთვის ეს ნიშნავს ემოციებისა და სირთულეების გაზიარებას, როდესაც ეს სასარგებლო და დროულია. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ადამიანისთვის ბოლო ორმა წელმა დისტანციური სამუშაო რეჟიმი მოიტანა, ავთენტურობა უფრო აქტიურად დადგა დღის წესრიგში. ამიტომ, ლიდერებისგან უფრო მეტად გახდა საჭიროა ავთენტური სოციალური ურთიერთკავშირი, როგორც ბიზნესის საფუძველი.
წყარო: HBR










