in

“მთავარია, არაფერი მოიმოქმედოთ!” – პუტინი და კიმი Deepfake ვიდეომიმართვაში

BOG
BOG

ეს ორი დიქტატორი ასეთი გულწრფელი არასოდეს გინახავთ. კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი, ალბათ, ამ სიტყვებს პირდაპირ, არასოდეს გვეტყვიან, თუმცა, ეს Deepfake-ები ღირს სანახავად და რაღაცების გადასაფასებლად.

“დემოკრატია ცოცხლობს ან კვდება თქვენთან ერთად” – კამპანია ამ გზავნილით, საინიციატივო ჯგუფმა RepresentUs წამოიწყო და ის აშშ-ის არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობას ეხმიანება – 2016 წელს, ამომრჩეველთა 40% არჩევნებზე არ გამოცხადდა. კამპანიით, RepresentUS-მა მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

“დემოკრატია მყიფე რამაა. უფრო მყიფე, ვიდრე გგონიათ. არჩევნების ჩაშლა დემოკრატიის პრობლემას ნიშნავს. მე არაფერს ვშვრები – ამას თავად აკეთებთ. საზოგადოება დაყოფილია. საარჩევნო ოლქებზე მანიპულაციებია, საარჩევნო უბნები – დახურული. დემოკრატიის ჩამოშლა არ არის რთული. ამისათვის, საჭიროა მხოლოდ – არაფერი გააკეთოთ,” – ნათქვამია ჩრდილო კორეის დიქტატორის Deepfake ვიდეოში.

Deepfake ტექნოლოგიით, სააგენტო Mischief-მა აალაპარაკა ვლადიმირ პუტინიც:

გაიცანით Fluora – ოთახის დეკორატიული მცენარე LED ნათებით

Canon-მა, საქართველოში, მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდასაჭერად, საქველმოქმედო კამპანია ჩაატარა