in

გრევენის მუზეუმში პუტინის ცვილის ფიგურას თავი მოაძვრეს და საწყობში გადაიტანეს

პარიზში, გრევენის მუზეუმში, რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ვლადიმირ პუტინის ცვილის ფიგურა დააზიანეს — მას თავი მოაძვრეს. 2000 წელს შექმნილი ნამუშევარი საწყობში გადაიტანეს და მუზეუმი მის ჩანაცვლებას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფიგურით განიხილავს.

BOG
BOG

“დღეს უკვე შეუძლებელია მისი მსგავსი პიროვნების გამოფენა… პირველად, მუზეუმის ისტორიაში, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სკულპტურა გაგვაქვს საგამოფენო სივრციდან. ჩვენ აღარ გვსურს ამ ადამიანის ცვილის ფიგურის ყოველდღიური მოვლა”, — ამბობს მუზეუმის დირექტორი, ივ დელომე.

მარტივად რომ ვთქვათ, გარდა სანქციებისა, არც ხელოვნება პატიობს “ადამიანს” დანაშაულს… ყველას საკუთარი იარაღი აქვს. მუზეუმი კი ამ იარაღს პუტინის ცვილის ფიგურის თავის მოძრობასა და საწყობში, სადღაც ბნელ კუთხეში “შეგდებით” ავლენს.

TikTok, როგორც სოციალური მედიის ომის საუკეთესო იარაღი

Apple-მა რუსეთში თავისი პროდუქტების გაყიდვა შეაჩერა