in

PVP Battle-ის მესამე სეზონი იწყება – გაიცანი Andre!

მარკეტერი PVP Battle-ის მესამე სეზონის მედია მხარდამჭერია


FlowFlow Magazine-ის მიერ, რამდენიმე წლის წინ დაწყებულ წამოწყებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღეს PVP Battle ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ინტერნეტ კონტენტია ქართველ ახალგაზრდებში. მალე პროექტის მესამე სეზონი დაიწყება, რომლის მედია პარტნიორიც Marketer-ია. სანამ პირველ ბეთლებს იხილავს მაყურებელი, შეგახსენებთ რომ კენჭისყრის შემდეგ, წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდნენ.

Andre vs G.Una

Khvede vs KMC

Green Flame vs Solon

X-Man vs Enemy

ჩვენ ნელ-ნელა ვეცდებით გაგაცნოთ მონაწილეები, რომლებიც საუკეთესო შოუს გვპირდებიან. მესამე სტუმრად კი Andre გვეყოლება.

 

სასცენო სახელი: Andre

ასაკი:  18

M: რა ასაკიდან დაიწყე ჰიპ-ჰოპის მოსმენა და ვინ იყვნენ შენი პირველი ფავორიტი MC-ები?

ჰიპ-ჰოპის მოსმენა კონკრეტულად რომელიმე ასაკიდან არ დამიწყია, ბავშობიდან ვუსმენდი – თუმცა დიდი ინტერესი გამიჩნდა 13 წლიდან როდესაც ჩემით დავიწყე უკვე ამ ინდუსტრიაში ნაბიჯის შედგმა. საყვარელი ჯგუფი ვის გამოც აქტიურად დავიწყე მოსმენა იყო და დარჩება Wu Tang-ი მაგრამ როგორც ერთ ერთი საყვარელი MC ჩემთვის იქნება oxxxymiron-ი, შეიძლება საერთოდ სხვადასხვა სტილის და ეპოქის რეპერები დავასახელე, თუმცა ესენი დარჩებიან ჩემთვის ფავორიტებად

M: რა აქვს ამ ჟანრს ისეთი, რაც შენთვის გამორჩეულს ხდის?

ალბათ თავისი პრიმიტივიზმი –  არ ჭირდება სასწაული ვოკალური ნიჭი –  მხოლოდ რითმის გრძნობა და საკუთარი პოზიციის სწორედ დაფიქსირების უნარი, რადგან თვითონ ჰიპ-ჰოპიც ხომ იმისთვის შეიქმნა რომ არტისტებს გამოეთქვათ საკუთარი აზრი, ზუსტად  ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მომხიბვლელი ამ ჟანრში.

M: როდის გადაწყვიტე რომ ჰიპ-ჰოპში შენც უნდა გეცადა ბედი?

როგორც ვთქვი დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როდესაც დიდი ინტერესი გამიჩნდა ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში ჩართვის. თუმცა 30 ლარიანი მიკროფონით და ბავშვური ხმით track-ების ჩაწერა დიდად არ გამოდიოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა მუდმივად მქონდა დასახული მიზანი, რომ სამომავლოდ გავმხდარიყავი ცნობილი სახე ამ ჟანრში, გამემართა კონცერტები, დამედო ალბომები და პასიური შემოსავალი მქონოდა.

M: რატომ გადაწყვიტე PVP Battle-ში მონაწილეობა?

PVP Battle-ში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე მხოლოდ ერთი მიზეზით, იმიტომ რომ თვითონ ბეთლ კულტურის ძალიან დიდი მოყვარული ვარ და მუდმივად, როდესაც თავისუფალი დრო მაქვს უცხოურ ბეთლებს ვუყურებ. აქედან გამომდინარე ჩემი თავიც მინდოდა მენახა ამ სფეროში განმეორდა და ხალხისთვის უფრო მარტივად გაეცნო ჩემი თავი.

M: ვინ იყო PVP-ის გასულ სეზონებში შენი ფავორიტი?

დიდად ფავორიტი არ მყავდა მეორე სეზონში თუმცა კონტრას და ტაჰას ვუჭერდი მხარს ხოლო პირველი სეზონი საერთოდ არ მაქვს ნანახი :)))

M: ვინ არიან ადგილობრივ თუ გლობალურ ჰიპ-ჰოპ სცენაზე შენთვის მნიშვნელოვანი არტისტები?

ჩემთვის ერთ-ერთი ინსპირატორი დარჩება რუსულენოვანი MC oxxxymiron-ი, რადგან ეს ადამიანი იყო ვის გამოც დავინტერესდი ბეთლ კულტურით და ნაწილობრივ ჰიპ-ჰოპითა,ც ხოლო მისი სიმღერებიდან გამომდინარე რთული მისახვედრი არ არის რომ ეს ადამიანი გენიოსია.

M: რა აკლია ქართულ ჰიპ-ჰოპს ყველაზე მეტად?

ქართულ ჰიპ-ჰოპს აკლია განვითარება – სარც დეგრადირებს, მაგრამ არც ვითარდება. აკლია ახალი სტილი, ახალი სახეები, ახალი ლირიკა – ყველა თითქოს ერთი და იგივე სტილში მღერის ერთი და იგივე თემებს ეხება. პროფესიონალურად გაკეთებული თრექები ხო საერთოდ თითზე დასათვლელია. რაც აკლია ქართულ ჰიპ-ჰოპს არის ახალი ხარისხი, რომელსაც სულ მალე იხილავთ.

M: რას გვეტყვი შენს პირველ კონკურენტზე? რა შანსები აქვს შენ წინააღმდეგ?

შანსებით თუ ვიმსჯელეთ ერთადერთი რითიც შეიძლება მაჯობოს არის გამოცდილება. დანარჩენი ტექნიკა, ფლოუ, ფანჩები მგონია რომ ერთნაირად გვაქვს, მაგრამ ერთერთი უპირატესობა რაც გამაჩნია არის ის, რომ მე g.una-ზე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე მან ჩემზე. მთავარია ეს შესაძლებლობა სწორედ გამოვიყენო.

M:როგორ ფიქრობ რა არის შენი ძლიერი მხარე Battle-ის დროს?

ჩემი ძლიერი მხარე არის ტექნიკა და fast flow. არ მიყვარს უაზრო გინებები და საერთოდაც არ უხდება ჰიპ-ჰოპს ქართული მამაპაპური გინება. ამას მირჩევნია რითმები ერთამენთს დავალაგო, გამოვიყენო ტექნიკა და აქედან გამომდინარე მოვიგო ბეთლი.

M: დაგვიტოვე ამჟამად შენი ფავორიტი კომპოზიცია 

 


მეცნიერები თაგვებზე ადამიანის თმას ზრდიან, რათა მელოტებს გადაუნერგონ

სახლის სრული დაზღვევა – სიმშვიდე 360°-ით ალდაგისგან