in

PVP Battle-ის მესამე სეზონი იწყება – გაიცანი G.Una!

მარკეტერი PVP Battle-ის მესამე სეზონის მედია მხარდამჭერია


FlowFlow Magazine-ის მიერ, რამდენიმე წლის წინ დაწყებულ წამოწყებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღეს PVP Battle ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ინტერნეტ კონტენტია ქართველ ახალგაზრდებში. მალე პროექტის მესამე სეზონი დაიწყება, რომლის მედია პარტნიორიც Marketer-ია. სანამ პირველ ბეთლებს იხილავს მაყურებელი, შეგახსენებთ რომ კენჭისყრის შემდეგ, წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდნენ.

Andre vs G.Una

Khvede vs KMC

Green Flame vs Solon

X-Man vs Enemy

ჩვენ ნელ-ნელა ვეცდებით გაგაცნოთ მონაწილეები, რომლებიც საუკეთესო შოუს გვპირდებიან. შემდეგი სტუმარი კი g.una გვეყოლება.

 

სასცენო სახელი:  g.una

ასაკი: 25

M: რა აქვს ჰიპ-ჰოპს  ისეთი რაც შენთვის გამორჩეულს ხდის?

თვითგამოხატვის საშუალებაა, რომელსაც ლიმიტი არ აქვს – ფანტაზიის და ქარიზმის გარდა

M: როდის გადაწყვიტე რომ ჰიპ-ჰოპში შენც უნდა გეცადა ბედი?

მე და ჩემი მეგობარი ფეხბურთს ვუყურებდით, ამ დროს ფეისბუკზე შევამჩნიეთ შეტყობინება რომ PVP Battle-ის ახალი სეზონისთვის ახალ კანდიდატებს იღებდნენ, ავიღე ტელეფონი, ნასვამზე გავაკეთე ფრისტაილი და ავტვირთე – ესე მოვხვდი ბეთლზე, ერთი მეორეზე აეწყო და ჰიპ-ჰოპის სამყაროს ნაწილიც გავხდი

M: რატომ გადაწყვიტე PVP Battle-ში მონაწილეობა?

ბავშვობაში ემინემის მერვე მილს რო ვუყურე, მივხვდი რო ოდესმე ბეთლზე გავიდოდი… ბავშვობის მუღამი გავისწორე როგორც ბეთლზე ვთქვი, საერთოდ ჩემი აზრით ყველამ უნდა გაუსწოროს თავის შინაგან ბავშვს..

M: ვინ იყო PVP-ის გასულ სეზონებში შენი ფავორიტი?

გერცი

M: ვინ არიან ადგილობრივ თუ გლობალურ ჰიპ-ჰოპ სცენაზე შენთვის მნიშვნელოვანი არტისტები?

მე, ქანიე, გუჩიტეჩი, ხატია წერეთელი, გუჩიტეჩი…

M: რა აკლია ქართულ ჰიპ-ჰოპს ყველაზე მეტად?

სექსი

M: რას გვეტყვი შენს პირველ კონკურენტზე? რა შანსები აქვს შენ წინააღმდეგ?

პაჟივიომ უვიდძიმ))

M: როგორ ფიქრობ რა არის შენი ძლიერი მხარე Battle-ის დროს?

ის რო მე თვითონ ბეთლ კულტურა მევასება პანჩები, ორმაგი რითმები, სქემები… ყველაზე ობიექტურ კრეატივს მაგაში ვხედავ, აზრები სუბიექტურია და ტექნიკა ობიექტურია.

დაგვიტოვე ამჟამად შენი ფავორიტი კომპოზიცია ლინკის სახით.

 

 

 


2022 წელს, GITA-ს ამ საგრანტო პროგრამებით შეგეძლებათ სარგებლობა

ტერმინალი – ბრენდი, რომელიც ყველას აერთიანებს