in

PVP Battle-ის მესამე სეზონი იწყება – გაიცანი Green Flame!

მარკეტერი PVP Battle-ის მესამე სეზონის მედია მხარდამჭერია


FlowFlow Magazine-ის მიერ, რამდენიმე წლის წინ დაწყებულ წამოწყებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღეს PVP Battle ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ინტერნეტ კონტენტია ქართველ ახალგაზრდებში. მალე პროექტის მესამე სეზონი დაიწყება, რომლის მედია პარტნიორიც Marketer-ია. სანამ პირველ ბეთლებს იხილავს მაყურებელი, შეგახსენებთ რომ კენჭისყრის შემდეგ, წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდნენ.

Andre vs G.Una

Khvede vs KMC

Green Flame vs Solon

X-Man vs Enemy

ჩვენ ნელ-ნელა ვეცდებით გაგაცნოთ მონაწილეები, რომლებიც საუკეთესო შოუს გვპირდებიან. მეოთხე სტუმარი კი Green Flame გვეყოლება.


სასცენო სახელი:
თორნიკე ქაჩლიშვილი იგივე Green Flame

ასაკი: 19

M: რა ასაკიდან დაიწყე ჰიპ-ჰოპის მოსმენა და ვინ იყვნენ შენი პირველი ფავორიტი MC-ები?

მუსიკას არ ვუსმენ ზოგადად

M: რა აქვს ამ ჟანრს ისეთი რაც შენთვის გამორჩეულს ხდის?

ნუ ალბათ ის რომ შეგიძლია საკმაოდ გამორჩეული იყო სულ რომ ერთ ფლოუშიც აკეთო, ტექსტისა და ფლოუს უამრავი ნაზავი შეგიძლია შექმნა და თან სიტყვებით ითამაშო, რაც საკმაოდ გასართობია

M: როდის გადაწყვიტე რომ ჰიპ-ჰოპში შენც უნდა გეცადა ბედი?

15 წლიდან დაახლოებით

M: რატომ გადაწყვიტე PVP Battle-ში მონაწილეობა?

4 წლის წინ როცა პირველი სეზონი გადიოდა ჩემს თავს ვუთხარი მეთქი ამის მე-3 სეზონზე უნდა გავიდე უეჭველი თქო, მესამე რატო გადავწყვიტე არ ვიცი მაგრამ ზოგადად რამეს რომ გადავწყვეტ ვასრულებ კიდეც და შესაბამისად აქ ვარ

M: ვინ იყო PVP-ის გასულ სეზონებში შენი ფავორიტი?

უფრო ახალი სისხლისკენ ვიყავი ხოლმე ძირითადად, დათომეზი, პელე, ტაჰა, კონტრა. პრინციპში ორივე სეზონი მაგ „ახალმა სისხლმა“ მოიგო

M: ვინ არიან ადგილობრივ თუ გლობალურ ჰიპ-ჰოპ სცენაზე შენთვის მნიშვნელოვანი არტისტები?

საქართველოში ალბათ უფრო დიზა და რას გრინი, მსოფლიოში კიდე საერთოდ არავინ არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი არტისტი

M: რა აკლია ქართულ ჰიპ-ჰოპს ყველაზე მეტად?

ჩემი ტრეკები :დ

M: რას გვეტყვი შენს პირველ კონკურენტზე? რა შანსები აქვს შენ წინააღმდეგ?

კარგი ბავშვია, არანაირი

M: როგორ ფიქრობ რა არის შენი ძლიერი მხარე Battle-ის დროს?

ტექნიკა

M: დაგვიტოვე ამჟამად შენი ფავორიტი კომპოზიცია


გიგანტური კატა, რომელიც ხალხს ძაღლი ჰგონია

სოციალური ქსელების ხშირი გამოყენება ფიზიკურ ჯანმრთელობას აუარესებს — კვლევა