in

PVP Battle-ის მესამე სეზონი იწყება – გაიცანი Khvede!

მარკეტერი PVP Battle-ის მესამე სეზონის მედია მხარდამჭერია


FlowFlow Magazine-ის მიერ, რამდენიმე წლის წინ დაწყებულ წამოწყებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღეს PVP Battle ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ინტერნეტ კონტენტია ქართველ ახალგაზრდებში. მალე პროექტის მესამე სეზონი დაიწყება, რომლის მედია პარტნიორიც Marketer-ია. სანამ პირველ ბეთლებს იხილავს მაყურებელი, შეგახსენებთ რომ კენჭისყრის შემდეგ, წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდნენ.

Andre vs G.Una

Khvede vs KMC

Green Flame vs Solon

X-Man vs Enemy

 

ჩვენ ნელ-ნელა ვეცდებით გაგაცნოთ მონაწილეები, რომლებიც საუკეთესო შოუს გვპირდებიან. პირველი სტუმარი კი KHVEDE გვეყოლება.


სასცენო სახელი:
KHVEDE

ასაკი: 18

M: რა ასაკიდან დაიწყე ჰიპ-ჰოპის მოსმენა და ვინ იყვნენ შენი პირველი ფავორიტი MC-ები?

ჰიპ ჰოპის მოსმენა დავიწყე დაახლოებით 13 წლიდან და თავიდან რათქმაუნდა ემინემი იყო ფავორიტი.. შემდეგ შეიცვალა გემოვნებაც და ჰიპ-ჰოპის სტილებშიც უფრო გავერკვიე

M: რა აქვს ამ ჟანრს ისეთი რაც შენთვის გამორჩეულს ხდის?

ჰიპ ჰოპს აქვს თავისუფლება, სიმართლე და ბევრი რამ მაკავშირებს 13 წლიდან…

M: როდის გადაწყვიტე რომ ჰიპ-ჰოპში შენც უნდა გეცადა ბედი?

დაახლოებით 15 წლის ვიყავი, როცა პირველად რაღაცის დაწერის სურვილი გამი

ჩნდა და ვცადე.. რათქმაუნდა არ გამომივიდა და დიდხანს არ გამოდიოდა, ყველაფერი პრაქტიკაში იხვეწება.

M: რატომ გადაწყვიტე PVP Battle-ში მონაწილეობა?

უპირველესყოვლისა პირველი სეზონიდან მოყოლებული ბიჭებთან ვდგავარ ბეთლებზე რამაც

მოტივაცია მომცა. ასევე პოპულარიზაციისთვის და იმისთვის რომ ვიღაც ბოლომდე დაამუღამებს სათქმელს, მაგრამ ამისთვის საჭიროა ყველა ერთად, არტისტებიც და მსმენელებიც, ეტაპობრივად ბოლომდე განვვითარდეთ

M: ვინ იყო PVP-ის გასულ სეზონებში შენი ფავორიტი?

ზოგადად ბეთლებზე ბევრი კარგი არტისტი იყო, მაგრამ აქედან თავის გამოჩენა ბე

ვრმა ვერ შეძლო. კონკრეტული მაგალითების მხრივ ყველას აქვს თავისებური უპირატესობა, მაგრამ, ჩემი აზრით, საბოლოოდ საუკეთესო ხალხმა უნდა აირჩიოს და არა მე ან ჟიურიმ.

M: ვინ არიან ადგილობრივ თუ გლობალურ ჰიპ-ჰოპ სცენაზე შენთვის მნიშვნელოვანი არტისტები?

დემიენ მარლი და ემინემი არიან ჩემთვის მოგონებასავით და მასწავლებლებივით. ამათ გარდა უამრავი კარგი არტისსტია ჩვენთანაც და სხვაგანაც.. ჩამოთვლად არ ღირს.

M: რა აკლია ქართულ ჰიპ-ჰოპს ყველაზე მეტად?

ქართულ ჰიპ ჰოპს ყველაზე მეტად აკლია ცოდნა და განათლება, რაც განისაზღვრება მესმენელებითა და არტისტებით.. დანარჩენი მარტივად მოგვარებადია

M: რას გვეტყვი შენს პირველ კონკურენტზე? რა შანსები აქვს შენ წინააღმდეგ?

ქეი.. ძაან მაგარი ადმიანი შანსები ორივეს დიდი გვაქვს… სიმართლე რო ვთქვა ერთმანეთს არ ვიცნობთ – ამის გამო არ ვიცი რას დაწერს. წარმატებებს ვუსურვებ დათოსაც, PVP-ს და ასევე მარკეტერს

M: როგორ ფიქრობ რა არის შენი ძლიერი მხარე Battle-ის დროს?

Battle-ის შემდეგ გავარკვევთ აუცილებლად

M: დაგვიტოვე ამჟამად შენი ფავორიტი კომპოზიცია ლინკის სახით.

ჩემი ტრეკებიდან ჩემი საუკეთესო არის ‘ფსიქიატრიული კლინიკა’, მიუხედავად იმისა რომ სხვებისგან განსხვავებით ნაკლები ნახვააქ ჩემი აზრით საუკეთესოა.. დაგიბრუნდებით სიახლეებით და კლიპებით.

 


Yamaha-მ ახალი, ელეგანტური ელექტრო სკუტერი წარმოადგინა

20 წლის შემდეგ პირველად — სოლიკო ვირსალაძის გამოფენა ეროვნულ გალერეაში