in

PVP Battle-ის მესამე სეზონი იწყება – გაიცანი KMC!

მარკეტერი PVP Battle-ის მესამე სეზონის მედია მხარდამჭერია


FlowFlow Magazine-ის მიერ, რამდენიმე წლის წინ დაწყებულ წამოწყებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღეს PVP Battle ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ინტერნეტ კონტენტია ქართველ ახალგაზრდებში. მალე პროექტის მესამე სეზონი დაიწყება, რომლის მედია პარტნიორიც Marketer-ია. სანამ პირველ ბეთლებს იხილავს მაყურებელი, შეგახსენებთ რომ კენჭისყრის შემდეგ, წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდნენ.

Andre vs G.Una

Khvede vs KMC

Green Flame vs Solon

X-Man vs Enemy

ჩვენ ნელ-ნელა ვეცდებით გაგაცნოთ მონაწილეები, რომლებიც საუკეთესო შოუს გვპირდებიან. შემდეგი სტუმარი კი KMC გვეყოლება.

 

სახელი/Nickname: დათო ჩხიკვაძე / Kmc (ქეი ემ სი)

ასაკი: 25

M: რა ასაკიდან დაიწყე ჰიპ-ჰოპის მოსმენა და ვინ იყვნენ შენი პირველი ფავორიტი MC-ები?

ჰიპ-ჰოპის მოსმენა 14 წლის ასაკში დავიწყე.  მანამდე არათუ არ ვუსმენდი, კატეგორიულად არ მომწონდა ეს ჟანრი.  ზუსტად არ მახსოვს, რომელი ტრეკი ან ალბომი მოვისმინე პირველად, მაგრამ Eminem-ი და Tech N9ne-ი იყვნენ ის MC-ები, ვისი შემოქმედებითაც დავიწყე ჟანრის გაცნობა.

M:რა აქვს ამ ჟანრს ისეთი რაც შენთვის გამორჩეულს ხდის?

ჩემი აზრით,  ჰიპ-ჰოპს უნიკალურს ხდის ის აბსოლუტური თავისუფლება, რომელსაც იმ წამიდანვე გრძნობ, როცა ამ ჟანრის მსმენელი ხდები. აქ არ არის ჩარჩოები, პირიქით, მთელი შინაარსი საკუთარ გონებაში ჩარჩოების ნგრევა და  მათი უკან მოტოვებაა,  რასაც საბოლოო ჯამში, პიროვნულ განვითარებამდე მიჰყავხარ.

M: როდის გადაწყვიტე რომ ჰიპ-ჰოპში შენც უნდა გეცადა ბედი?

შეიძლება ითქვას, რომ მოსმენა და წერა, ფაქტობრივად ერთდროულად დავიწყე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მუსიკა და ძალიან მიყვარდა წერა,  ორივე მათგანს ძალიან დიდი ადგილი ეკავა ჩემს ყოველდღიურობაში. შესაბამისად, როცა აღმოვაჩინე ჟანრი, რომელიც  ამ ორი რამის იდეალურ თანხვედრას მთავაზობდა, ბევრი არ მიფიქრია იმაზე, მეც მეცადა თუ არა ბედი.

M: რატომ გადაწყვიტე PVP Battle-ში მონაწილეობა?

ბოლო 4 წელი მსმენელების თვალთახედვის არეში არ ვჩანდი, მხოლოდ შიდა წრეებში, კოლეგებთან მქონდა ურთიერთობა. მთელი ეს დრო დავუთმე საკუთარი თავის, როგორც შემსრულებლის განვითარებას და მივედი იმ დასკვნამდე, რომ უკვე შემიძლია გავაკეთო ის, რაც აქამდე არ გამიკეთებია, ანუ შევქმნა პროდუქტი. გამომდინარე იქედან, რომ PVP Battle-ი

საუკეთესო პლატფორმაა ყველა იმ წინაპირობის შესაქმნელად, რაც ამდენხნიანი პაუზის შემდეგ მსმენელამდე მისასვლელად მჭირდება, გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა. მოკლედ რომ ვთქვა, აქ ჰაიპისთვის ვარ.  სხვა ინტერესი არ მაქვს.  რეპერებთან შეჯიბრების გარეშეც შესანიშნავად ვიცი საკუთარი შესაძლებლობები.

M: ვინ იყო PVP-ის გასულ სეზონებში შენი ფავორიტი?

პელე…  თუმცა, პირველ სეზონში  პელეს წინააღმდეგ MC Qourum -ს ვგულშემატკივრობდი.

M: ვინ არიან ადგილობრივ თუ გლობალურ ჰიპ-ჰოპ სცენაზე შენთვის მნიშვნელოვანი არტისტები?

„მნიშვნელოვანი“ ჩემთვის ისე ჟღერს, თითქოს რომელიმე კონკრეტული ტიპის ყოფნა-არყოფნა ადგილობრივ ან გლობალურ სცენაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჟანრისთვის, ლოკალურ ან ფართო მასშტაბებზე. ჩემი აზრით, ეგეთი არტისტი არც საქართველოში გვყავს და არც მსოფლიოში.

M: რა აკლია ქართულ ჰიპ-ჰოპს ყველაზე მეტად?

ქართულ ჰიპ-ჰოპს ძალიან ბევრი რამ აკლია. თუმცა, როცა სეზონის შემდეგ დავბრუნდები ტრეკებით,  ამ გრძელ ჩამონათვალს ერთ-ერთი პუნქტი გამოაკლდება.

M: რას გვეტყვი შენს პირველ კონკურენტზე? რა შანსები აქვს შენ წინააღმდეგ?

ჩემს პირველ კონკურენტზე ვიტყვი, რომ  კარგი ბიჭია, უბრალოდ არ გაუმართლა. რაც შეეხება შანსებს, შანსები ყოველთვის არსებობს. მაგალითად, შეიძლება რამე მოხდეს, ბეთლზე ვერ მივიდე და მოგება ჩაეთვალოს.

M: როგორ ფიქრობ რა არის შენი ძლიერი მხარე Battle-ის დროს?

ძლიერ მხარეებზე სხვებმა ისაუბრონ ბეთლის შემდეგ. თუმცა, დისკომფორტს მიქმნის ბითის გარეშე წერა და გარეპვა და ალბათ ესაა ჩემი სუსტი მხარე.

M: დაგვიტოვე ამჟამად შენი ფავორიტი კომპოზიცია

არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს მთელი დღეა ამ ტრეკს ვუსმენ და იყოს ეს :


გამოხატე უპირობო სიყვარული ყოველდღე – თიბისი დაზღვევა

იქნებ, მანქანის გაყიდვა ბევრად მარტივია? – სუპერთასისთვის შექმნილი რეკლამა