FlowFlow Magazine-ის მიერ, რამდენიმე წლის წინ დაწყებულ წამოწყებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღეს PVP Battle ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ინტერნეტ კონტენტია ქართველ ახალგაზრდებში. მალე პროექტის მესამე სეზონი დაიწყება, რომლის მედია პარტნიორიც Marketer-ია. სანამ პირველ ბეთლებს იხილავს მაყურებელი, შეგახსენებთ რომ კენჭისყრის შემდეგ, წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდნენ.
Andre vs G.Una
Khvede vs KMC
Green Flame vs Solon
X-Man vs Enemy
ჩვენ ნელ-ნელა ვეცდებით გაგაცნოთ მონაწილეები, რომლებიც საუკეთესო შოუს გვპირდებიან. შემდეგი სტუმარი კი SOLON გვეყოლება.
სასცენო სახელი: სოლონ/SOLON
ასაკი: 20
M: რა ასაკიდან დაიწყე ჰიპ-ჰოპის მოსმენა და ვინ იყვნენ შენი პირველი ფავორიტი MC-ები?
10 წლის ასაკიდან დავიწყე ზოგადად ჰიპჰოპის მოსმენა და ჩემი ფავორიტი არტისტები იყვნენ გლობალურ სცენაზე : 2pac,Wu-Tang Clan, Biggie და ასე შემდეგ .
M: რა აქვს ამ ჟანრს ისეთი რაც შენთვის გამორჩეულს ხდის?
ჰიპჰოპი არის ჟანრი რომელშიც შენ შენხარ ანუ არგიწევს დაიცვა ჩარჩოები , არგიწევს იყო შეზღუდული სათქმელში და გაქვს შესაძლებლობა ისაუბრო იმაზე რაც მართლა გაწუხებს . ჰიპჰოპი ადამიანის ისტორიას ყვება ყოველი არტისტი თავის პატარა ან დიდ მეს აგზავნის მსოფლიოში ამ ჟანრის დახმარებით .
M: როდის გადაწყვიტე რომ ჰიპ-ჰოპში შენც უნდა გეცადა ბედი?
10 წლის ვიყავი , როდესაც პირველად ვნახე სტუდია სადაც ჩემი ძმაკაცის უფროსი ძმა თავის მეგობრებთან ერთად Track-ზე მუშაობდა , როგორც მახსოვს ჯგუფს ერქვა ,,disconnect” ამბიჭებმა ჩემში ამსაქმის მიმართ დიდი სიყვარული გააჩინეს და ზუსტად მაშინ შევქმენით 10-11 წლის ბავშვებმა პატარების ჯგუფი ,,RELS” ესიყო ჩემი პირველი ნაბიჯები და ზუსტად ეს იყო ჩემი თავის პირველი გამოცდა ამ სფეროში .
M: როდის გადაწყვიტე რომ ჰიპ-ჰოპში შენც უნდა გეცადა ბედი?
ვფიქრობ PVP Battle არტისტს აძლევს შანსს გამოცადოს საკუთარი თავი ბეთლში ასევე ეს პროექტი ნებისმიერ არტისტს ეხმარება კულტურაში ოდნავ წინ წაიწიოს და მინიმუმ ფართო მასებს გააცნოს არტისტის შემოქმედება . ჩემი ამ პროექტში მონაწილეობა არ მეხება მარტო მე, რადგან აქ კონკრეტულად სოლონი საკუთარი თავის გამო არ გამოსულა , პროექტში მონაწილეობას ვიღებ ჩემს გარშემო არსებული ნიჭიერი ხალხის ,,მტვრის ქალაქელების” შემოქმედება რომ გავაცნო საზოგადოებას და ამავდროულად საკუთარი თავი გამოვცადო ამ განხრაში .
M: ვინ იყო PVP-ის გასულ სეზონებში შენი ფავორიტი?
PVP -ის გასულ სეზონზე ჩემი ფავორიტი TAHA იყო ჯერ კიდევ პირველი ბეთლიდან , შეიძლება ბევრმა იფიქროს , რომ რადგან მოიგო წინა სეზონი ამიტომ ვასახელებ მას. თუმცა ნამდვილად ვგულშემატკივრობდი TAHA-ს და პირად მიმოწერაში ბევრჯერ მაქვს მასთან დაფიქსირებული ჩემი აზრი .
M: ვინ არიან ადგილობრივ თუ გლობალურ ჰიპ-ჰოპ სცენაზე შენთვის მნიშვნელოვანი არტისტები?
ადგილობრივ სცენაზე ჩემი ფავორიტი არტისტები : ჯერონიმო , დივერსანტები , შავი პრინცი , Kazzy Jazzy , Qseli 56 , Kabu … ვფიქრობ რომ ამხალხის გარეშე ქართული ჰიპჰოპი არიარსებებდა . ასევე ახალგაზრდა არტისტებიდან გამოვარჩევდი : IV დასის ბიჭებს ძალიან ნიჭიერი და ხოდიანი ბიჭები არიან კონკრეტულად, პეტოს შესაძლებლობები მგონია რომ ბევრად დიდ საიდუმლოს მალავს – წარმატებები მათ .
M: რა აკლია ქართულ ჰიპ-ჰოპს ყველაზე მეტად?
ქართულ ჰიპჰოპს ყველაზე მეტად აკლია სიმართლე ჩემი აზრით , ყოველ მეორე ნამუშევარში მაჯერებენ რომ მუხებით დარბიან ან სადარბაზოში ვიღაც რეპერი უზის გადამატარებს , რომელიმე რეპერს თუ დაიჭერენ მეორე რეპერის დაჭრისთვის, მერე დავიჯერებ მაგ ზღაპრებს .
M: რას გვეტყვი შენს პირველ კონკურენტზე? რა შანსები აქვს შენ წინააღმდეგ?
სიმართლე გითხართ ყოველთვის ვცდილობ ამბიცია და სისხლის წყურვილმა არ შემიპყროს ანუ ყოველთვის ვცდილობ სწორად შევაფასო მეტოქე . მე არ ვიცი ის რამდენად მომზადებული მოვა მაგრამ წარმატებას ვუსურვებ ეს უბრალოდ შოუა სადაც ძლიერი იმარჯვებს , რაც შემეხება მე ვფიქრობ რომ ძლიერი მეტოქე ვიქნები , ზოგადად არქონდა არანაირი მნიშვნელობა ვინ შემხვდებოდა ნებისმიერ სხვასთან , როგორც მოვემზადებოდი ზუსტად ისე ვემზადები ამ ჯახისთვისაც . არ მიყვარს წინასწარ შედეგზე საუბარი ყველაფერი უფლის ნებაა .
M: როგორ ფიქრობ რა არის შენი ძლიერი მხარე Battle-ის დროს?
ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ მინდა გავაოცო ხალხი .
M: დაგვიტოვე ამჟამად შენი ფავორიტი კომპოზიცია
ჩემი ფავორიტი კომპოზიცია ამ 15 წლის ბიჭის ცეცხლია იგემეთ